ფეხბურთი

0:29 | 14.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

"რომამ" პორტუგალიის ნაკრების მეკარე შეიძინა

იტალიურმა „რომამ“ ინგლისური „ვულვზიდან“ გამოცდილი მეკარე რუი პატრისიო დაიმატა. 33 წლის ფეხბურთელის ტრანსფერი იტალიელებს 11.5 მილიონი ევრო დაუჯდათ.

რუი პატრისიომ კონტრაქტი 2024 წლამდე გააფორმა და „ჯალოროსის“ პირველი ნომერი იქნება.

„ჩემთვის ეს ახალი გამოწვევაა და შესანიშნავ გუნდში გადმოვედი. ჟოზე მოურინიო მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი მწვრთნელია და მასთან მუშაობას მოუთმენლად ველოდები“, - აღნიშნა მან.

რუი პატრისიო 2006-2018 წლებში ლისაბონის „სპორტინგში“ თამაშობდა, ხოლო 2018 წლიდან „ვულვზის“ ღირსებას იცავდა. პორტუგალიის ნაკრებში 97-ჯერ უთამაშია და 2016 წელს ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11475