ფეხბურთი

15:54 | 10.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

"არსენალმა" პორტუგალიელი მცველი დაიმატა

ლონდონის „არსენალმა“ ნიჭიერი პორტუგალიელი ფეხბურთელი ნუნუ ტავარეში დაიმატა. ინგლისურმა კლუბმა ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.

21 წლის მარცხენა მცველის სანაცვლოდ ლისაბონის „ბენფიკამ“ 8 მილიონი ევრო მიიღო, რასაც მომავალში 2 მილიონი ევრო ბონუსის სახით დაემატება.

გასულ სეზონში ნუნუ ტავარეშმა „ბენფიკაში“ 25 მატჩი ჩაატარა და 1 გოლის გატანა მოახერხა.

0.130371