სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
კალათბურთი

11:00 | 9.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

NBA: ანტენტოკუნმპომ კობის და ლებრონის რეკორდი მოხსნა მაგრამ "ფინიქსმა" მაინც მოიგო (+VIDEO)
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

NBA-ს სუპერფინალში საოცარ ფორმაშია „ფინიქს სანსი“ და სერიაში ანგარიში უკვე 2:0 გახდა. მონტი უილიამსის გუნდმა მატჩის მოგება მეორე პერიოდში მოახერხა, როდესაც თამაში 30:16 წაიყვანა, დანარჩენ სამ პერიოდში კი ან წააგო, ანაც ფრედ ითამაშა, თუმცა „მილუოკი ბაქსმა“ ეს შანსი ვერ გამოიყენა და 10-ქულიანი სხვაობით 108:118 დამარცხდა.

საოცარი თამაში ჩაატარა იანის ანტენტოკუნმპომ, რომელმაც საკუთარ გუნდს 40 წუთში 42 ქულა, 12 მოხსნა, 4 პასი და 3 დაფარება მოუტანა, თუმცა მას თანაგუნდელებმა მხარი ვერ აუბეს და მარტო „ფინიქსის“ წინააღმდეგ ვერაფერს გახდა. აღსანიშნავია ისიც, რომ „მილუოკიდან“ +- მაჩვენებელი +3 მხოლოდ იანისს ჰქონდა. გრიკ ფრიკმა მესამე მეოთხედში 20 ქულის ჩაგდება მოახერხა, რაც 21-ე საუკუნეში 12-წუთიანი ინტერვალის რეკორდია. აქამდე რეკორდი კობი ბრაიანტს და ლებრონ ჯეიმსს ეკუთვნოდათ. კობიმ დასკვნით მეოთხედში 19 ქულა 2010 წელს, ხოლო ლებრონმა 2014 წელს მიითვალა.

საერთო რეკორდი კი ამ მხრივ აიზეია ტომასს ეკუთვნის, რომელმაც 1988 წელს „ლეიკერსის“ წინააღმდეგ მატჩში 25 ქულა ჩააგდო. 1993 წელს კი მაიკლ ჯორდანმა "ფინიქსის" წინააღმდეგ ფინალურ დაპირისპირებაში 22 ქულა შეასრულა.

ბერძენმა კალათბურთელმა კიდევ ერთი მიღწევის განმეორება მოახერხა. მან პლეი ოფის ბოლო 10 თამაში ისე ჩაატარა, რომ მინიმუმ 30 ქულასა და 10 მოხსნას აგროვებდა, ამგვარი შედეგი კი 21-ე საუკუნეში არავის ქონია. საერთო ჯამში კი შაკილ ო'ნილის, კარიმ აბდულ-ჯაბარის, ჰაკიმ ოლაჯუონისა და ელჯინ ბეილორის შედეგი გაიმეორა.

გამარჯვებულთა რიგებში დევინ ბუკერი გამოირჩა, რომელმაც 44 წუთში 31 ქულა, 5 მოხსნა და 6 პასი დააგროვა. 27 ქულა, 7 მოხსნა და 1 პასი ჰქონდა მიკელ ბრიჯესს. „ფინიქსიდან“ ერთადერთი ორმაგი დუბლი კი ჯეი კლაუდერმა შეასრულა, 31 წლის ამერიკელს 11 ქულა, 10 მოხსნა და 3 პასი ჰქონდა.

+-10 მაჩვენებელი სამმა კალათბურთელმა - დევინ ბუკერმა, ჯეი კლაუდერმა და დეანდრო ეიტონმა დაიმსახურა.

უნდა აღინიშნოს კრის პოლის კარგი გარჯაც, რომელმაც გუნდს 23 ქულა, 4 მოხსნა და 8 პასი მოუტანა. მას შეუძლია გულშემატკივარს თავი დაამახსოვროს როგორც საუკეთესო გამთამაშებელი ბეჭდის გარეშე, ან როგორც ლეგენდა, რომელიც ყველაზე დიდხანს ელოდა სანუკვარ ჩემპიონობას.

კრის პოლის 16-წლიან კარიერაში და „ფინიქს სანსის“ 53-წლიან ისტორიაში პირველ ჩემპიონობამდე მხოლოდ ორი გამარჯვება დარჩა. შემდეგი ორი მატჩი მილუოკიში გაიმართება, სადაც„ბაქსს“ შანსი ექნება საკუთარ კედლებში ანგარიშის შემცირების, ანაც გათანაბრების. ამ კითხვებს კი პასუხი 12 და 15 ივლისს გაეცემა.

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.110526
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X