იტალიის სერია A-ს ბინადარ „სპეციას“ ვეტერანი ფეხბურთელი ტიაგო მოტა გაწვრთნის. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.
იტალიის ნაკრების ექსნახევარმცველმა ვინჩენცო იტალიანო შეცვალა, რომელმაც კარიერა ფლორენციის „ფიორენტინაში“ გააგრძელა.
ტიაგო მოტამ სამწვრთნელო კარიერა პსჟ-ს 19-წლამდე გუნდში დაიწყო, ხოლო 2019 წელს მცირე ხნით „ჯენოას“ მთავარ მწვრთნელად მუშაობდა.