სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ჩოგბურთი

22:56 | 30.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

ტრავმირებული სერენა უიმბლდონს გამოეთიშა
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

სერენა უილიამსისთვის წარუმატებლობათა სერია გრძელდება. ამჯერად ის უიმბლდონის ჩემპიონატს, პირველივე წრეში გამოეთიშა. ამის მიზეზი კი, ბელარუს ალიაკსანდრა სასნოვიჩთან შეხვედრის მეექვსე გეიმში მიღებული ტრავმაა.

ტურნირის შვიდზგის ჩემპიონს ცენტრალურ კორტზე თამაშისას, ფეხი გაუცურდა და დაეცა. ამის შემდეგ, მას ხანგრძლივი სამედიცინო დახმარება დასჭირდა და მიუხედავად იმისა, რომ კორტზე დაბრუნდა, ბევრი აღარც უთამაშია.

სერენა თავიდან 3-1 დაწინაურდა, მაგრამ მეხუთეში განთესვის ნომრის გარეშე მოთამაშე ბელარუსმა საპასუხო ბრეიკი აიღო. შემდეგ კი თავის მოწოდებაზე ანგარიში გაათანაბრა. ამ დროს უილიამსი უკვე ტრავმირებული იყო. და როცა მისი მოწოდების ჯერი დადგა, 3-3-ზე თამაში შეწყვიტა

„გულგატეხილი ვარ, რადგან მარჯვენ ფეხის ტრავმის გამო, უიმბლდონის დატოვება მიწევს“, - განაცხადა 39 წლის სერენამ, ვის კორტზე დაბრუნებასაც მაყურებელი გახარებული შეხვდა.

ამგვარად, უილიამსმა ვერც უიმბლდონზე მოახერხა დიდი სლემის სანუკვარი, 24-ე ტიტულის მოპოვება. სერენას უიმბლდონზე 19-ჯერ აქვს ნათამაშები და მას პირველივე წრეში პირველად დაემშვიდობა.

სერენას დაშავების გამო, შეშფოთება გამოთქვა ტურნირის რვაგზის ჩემპიონმა როჯერ ფედერერმა, ვისი მეტოქეც, ფრანგი ადრიან მანარინო, ასევე ბალახზე გასრიალებისას დაშავდა და ფედერერთან პირველი წრის შეხვედრა შეწყვიტა. ეს შემთხვევა, სერენას თამაშის წინ, იმავე ცენტრალურ კორტზე მოხდა, რომელიც წვიმის გამო, დახურული იყო.

უილიამსმა უიმბლდონზე ბოლო ოთხი გამოსვლა ფინალამდე მიიყვანა, მაგრამ 24-ე ტიტულის მოპოვებას ვერ ახერხებს. დიდი სლემის ტურნირებიდან, მან ბოლოს ავსტრალიის 2017 წლის ღია პირველობა მოიგო.

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.123005
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X