ფეხბურთი

23:10 | 30.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

ფერნანდესმა "ბარსელონასთან" კონტრაქტი გაწყვიტა

ბრაზილიელმა ფეხბურთელმა მათეუს ფერნანდესმა "ბარსელონასთან" 2025 წლამდე გაფორმებული კონტრაქტი შეთანხმების საფუძველზე გაწყვიტა და თავისუფალი აგენტი გახდა. აღნიშნული ინფორმაცია ესპანური კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

"ბლაუგრანამ" ფერნანდესი 2020 წლის დასაწყისში დაიმატა და სეზონის ნახევარი ბრაზილიელმა "იჯარის წესით "ვალიადოლიდში" გაატარა. გასულ სეზონში კი მთავარ გუნდში იყო მათეუსი, თუმცა სათამაშო პრაქტიკა არ ჰქონდა და სათადარიგოთა სკამიდან მხოლოდ ერთხელ ჩაერთო შეხვედრაში. ჯერჯერობით უცნობია თუ სად გააგრძელებს კარიერას ფერნანდესი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117336