სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

22:18 | 26.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

დანია ევრო 2020-ის პირველი მეოთხედფინალისტია
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

დანიამ უელსს ყველაფერში აჯობა: თამაშით, სტატისტიკით, ჟინით, ოსტატობით...

კასპერ იულმანის გუნდი სულ უფრო მეტ გულშემატკივარს იძენს და საინტერესოა, რამდენ ხანს გაგრძელდება ეს ზღაპარი. ხუმრობა ხომ არ არის, ბოლო ორ მატჩში მათ 8 გოლი გაიტანეს.

თამაშის წინ უელსის ნაკრების ფეხბურთელებმა დანიელ ნახევარმცველს, კრისტიან ერიკსენს, რომელიც რამდენიმე დღის წინათ სასწაულით გადაურჩა სიკვდილს, საგანგებო, ათნომრიანი მაისურა აჩუქეს, საკუთარი ავტოგრაფებითა და კეთილი სურვილებით.

დიწყო თამაში და პირველ წუთებში უელსელები უფრო ყოჩაღობდნენ, გარეთ ბეილს ცოტა დააკლდა გატანამდე. მაგრამ მალე ყველაფერი თავის ადგილზე დადგა.

27-ე წუთზე კასპერ დოლბერგმა საჯარიმოს გარედან შესანიშნავი, გამოზომილი დარტიმით გახსნა ანგარიში. ეს დოლბერგის სადებიუტო გოლი გახლდათ დიდ ტურნირებზე. ასევე დოლბერგი პირველი დანიელი ფეხბურთელია ბოლო 29 წლის განმავლობაში, რომელმაც ევროპის ჩემპიონატის ფლეი ოფში მოახერხა გატანა.

მეორე ტაიმიც ცუდად დაიწყო უელსელთათვის. ბრეითვეიტი მარჯვენა ფრთიდან შეიჭრა საჯარიმოში, ჩაააწოდა და მინდორზე ახალაგამოსულმა ნეკო უილიამსმა, ბურთი პირდაპირ დოლბერგს მიუგორა. ფრანგული „ნიცას“ ფორვარდმა ლივერპულელს შეცდომა არ აპატია - 0:2.

სწორედ ეს გოლი გახდა გარდამტეხი მატჩში. ამის შემდეგ უელსელებმა ვეღარაფერი მოახერხეს. სკანდინავიელებმა კი ბოლოსკენ კიდევ ორჯერ გამოიჩინეს თავი და ბრიტანელების განადგურებას მსუყე წერტილი დაუსვეს.

დანია მეოთხედფინალშია და იქ ნიდერლანდები - ჩეხეთს შორის გამარჯვებულს შეხვდება ბაქოში.

უელსი - დანია 0:4

ამსტერდამი. „იოჰან კრუიფ არენა“

უელსი: უორდი, დევისი, როდონი, კონორ რობერტსი (უილიამსი 41), მეფამი, ალენი, მორელი (უილსონი 60), ჯეიმსი (ბრუკსი 78), რემზი, ბეილი, მური (ტაილერ რობერტსი 78)

მწვრთნელი: რობერტ პეიჯი

დანია: შმეიხელი, ვესტერგორი, კიაერი (ანდერსენი 77), მეჰლე, სტრიუგერ-ლარსენი (ბოილესენი 77), კრისტენსენი, დელანი (იენსენი 60), ჰოიბერგი, დამსგორი (ნორგარდი 60), დოლბერგი (კორნელიუსი 70), ბრეითვეიტი

მწვრთნელი: კასპერ იულმანი

გოლები: 0:1, 0:2 დოლბერგი (27, 48), 0:3 მეჰლე (88), 0:4 ბრეითვეიტი (90+6)

მსაჯი: დანიელ ზიბერტი (გერმანია)

გაფრთხილება: როდონი (26), მური (40), ბრუკსი (80), ტაილერ რობერტსი (78)

გაძევება: უილსონი (90)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 11 (1) – 16 (8); ბურთის ფლობა: 47% - 53%; კუთხურები: 1-9; თამაშგარე: 0-1;

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი (უეფას ვერსიით): კასპერ დოლბერგი

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.119275
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X