კალათბურთი

20:51 | 22.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

თბილისის 14-წლამდელთა ჩემპიონატზე მეოთხედფინალისტები გაირკვნენ

თბილისის 14-წლამდელთა ჩემპიონატში, რომელიც ამავდროულად საქართველოს ამ ასაკობრივი ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპს წარმოადგენს, ჯგუფური ეტაპი დასრულდა. აღნიშნული ტურნირის ორგანიზატორები არიან თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირი და საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია.

ტურნირის საუკეთესო 8 გუნდმა, რომელიც მეოთხედფინალში გავიდა, საქართველოს ჩემპიონატში ასპარეზობის უფლება მოიპოვა. ახლა კი ეს გუნდები დედაქალაქის ჩემპიონის გამოსავლენად პლეი ოფიდან იბრძოლებენ. გათამაშების ფორმატის თანახმად, ტურნირის მონაწილე 13 გუნდი 3 ჯგუფში გახლდათ გადანაწილებული. ერთი წრის შედეგად, პლეი ოფში თითო ჯგუფის 2-2 საუკეთესო და ორიც – მოწინავე მესამეადგილოსანი გავიდა.

წარმოგიდგენთ ჯგუფური ეტაპის ყველა შეხვედრის ანგარიშს, სატურნირო ცხრილს და პლეი ოფის ბადეს, თუ როგორ დაწყვილდნენ გუნდები.

GBF.GE

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114103