სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

17:48 | 20.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

იშვიათად კარგი ჩემპიონატი
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

მიუხედავად ჯერ კიდევ ვერდასრულებული კორონა-პანდემიისა, მიუხედავად იმისა, რომ უნგრეთის გარდა ყველა სტადიონზე გულშემატკივრები კანტიკუნტად შეუშვეს და კიდევ სხვა მრავალი პრობლემისა, ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი მაინც მშვენივრად დაიწყო და უკვე მრავალი ისეთ დასამახსოვრებელი თამაში ვნახეთ, რომელიც ნაღდ ქომაგს მეხსიერებში მთელი ცხოვრება ჩაებეჭდება ხოლმე.

როგორც ჩანს, ერთწლიანმა სრულმა ჩაკეტილობამ, ევროპის ჩემპიონატის გადადებამ და დიდი ფეხბურთის ესოდენ მონატრებამ ფეხბურთელებზეც და ქომაგებზეც ერთნაირად მნიშვნელოვნად იმოქმედა. ჩემთვის პირადად სრულიად მოულოდნელად, ამ ჩემპიონატს (რომელსაც ერთი კონკრეტული მასპინძელიც კი არ ჰყავს) გამორჩეულად დიდი ინტერესი ხვდა წილად, რაც შემდეგში უკვე მაგარ თამაშებად და საინტერესო ამბებად გარდაისახა.

ევროპის ჩემპიონატს უკვე ჰყავს თავისი ფავორიტები და აუტსაიდერები, იმედისმომცემნი და წყალწაღებულნი, სკანდალურები და დამაჯერებლები, მაგრამ მთავარი მაინც ისაა, რომ ეს ტურნირი შედგა, რადგან სადაც კი არ უნდა მიხვიდე, ყველგან მიმდინარე ჩემპიონატზე საუბრობენ, ყველას “სიკვდილის ჯგუფი“, სიკვდილს სასწაულებრივად გადარჩენილი დანიელი ერიქსენი, გადარეული მბაპე, ბომბარდირობისთვის შემართული რონალდუ და უცნაურად ზანტი ესპანელები აკერია პირზე.

არ დაგავიწყდეთ, რომ ჩვენ საქართველოზე ვსაუბრობთ - ქვეყანაზე, რომლის ეროვნულ ნაკრებს საკუთარი ბედოვლათობის გამო ერთი ნაბიჯი დააკლდა ამ ტურნირზე მოხვედრამდე და წესით, ყველა მიზეზი არსებობდა იმისათვის, რომ ევროპის ჩემპიონატს საქართველო მასობრივი ნიჰილიზმით შეხვედროდა. არადა, სრულიად საპირისპირო ამბები ხდება.

საქართველოში რომ ასეთი ინტერესია, წარმოიდგინეთ რა ხდება იმ ქვეყნებში, რომელთა ეროვნული გუნდიც ევროპის ჩემპიონატზე ირჯება. განსაკუთრებით პატარა და ისეთ ქვეყნებში, რომლებიც არ არიან განებივრებული ასეთ ტურნირებზე თამაშით. მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში სიხარული და ზეიმი ჩვენთან გამარჯვების შემდეგ ლამის თვეებია არ შეწყვეტილა და ეს ქართველი ქომაგებისთვის განსაკუთრებით გულსატკენი სანახავია. აგერ, შეხედეთ, რა ხდებოდა უნგრეთის სტადიონზე, სადაც ხელისუფლების გადაწყვეტილებით ქომაგებს 100%-ანი დასწრების უფლება მიეცათ. განა ჩვენ არ დავიმსახურეთ სიხარული და ზეიმი ამდენი პრობლემებისა და გაჭირვების შემდეგ? როგორც ჩანს, ისევ მომავლის იმედად მოგვიწევს ყოფნა...

ისევ ევროპის მიმდინარე ჩემპიონატს რომ დავუბრუნდეთ და დავუკვირდეთ, ადვილად შევნიშნავთ, რომ ფეხბურთელები რაღაცნაირად, ფეხბურთს მონატრებულებივით, დამშეულებივით თამაშობენ. აი ისე, ჩვენს ბავშვობაში რომ ველოდით ყველა დიდ ტურნირს. მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთელებმა საკუთარ კლუბებში დამქანცველი სეზონი მოიტოვეს უკან, ისინიც ხვდებიან, რომ ეს ჩემპიონატი არ ჰგავს უბრალო, რიგით რუტინულ გათამაშებას, რომლის დასრულებამდე ადრე დღეებს ითვლიდნენ და არც ტურნირიდან გავარდნა იყო დიდი ტრაგედია, რადგან უფრო ადრე მოუწევდათ შვებულებაში წასვლა და მეტი დღე დაისვენებდნენ. როგორც ჩანს, გლობალურმა პანდემიამ დადებითი ის მოიტანა, რომ ადამიანები ბევრ რამეზე მეტად დავფიქრდით, მივხვდით და შევაფასეთ წარსული ცხოვრების ავ-კარგი და დიდი და ნამდვილი ფეხბურთის მონატრებაც აქედან დაიწყო.

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.111714
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X