მადრიდის "რეალის" შემტევი გარეტ ბეილი უელსის ფეხბურთის ასოციაციამ წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა. აღნიშნული აღიარება ბეილს ბოლო ხუთი წლიდან ოთხჯერ ერგო.
25 წლის ფეხბურთელმა მარკ ჰიუზის და ჯონ ჰარტსონის რეკორდი გააუმჯობესა, ამ უკანასკნელებმა უელსის მთავარი ფეხბურთელის სტატუსი სამჯერ დაისაკუთრეს.
რაც შეეხება სხვა ჯილდოებს: "ტოტენჰემის" მცველი ბენ დევისი უელსის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, ხოლო "სუონის" კაპიტანი ეშლი უილიამსი უძლიერესი კლუბის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.