ფეხბურთი

21:14 | 18.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

ერიკსენმა გულზე ოპერაცია გაიკეთა, ჰოსპიტალი დატოვა და თანაგუნდელები მოინახულა

დანიის ნაკრების ფეხბურთელ კრისტიან ერიკსენს გულზე ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა და კლინიკა დატოვა. დანიელ ფეხბურთელს კარდიოვერტერ დეფიბრილატორი ჩაუყენეს, რომელიც გულის გაჩერებას და არითმიას ხელს უშლის, შესაბამისად, მის ტემპს არეგულირებს.

ერიკსენმა საავადმყოფოდან გამოსვლის შემდეგ დანიის ნაკრებში თანაგუნდელები მოინახულა. კრისტიანმა პირველი კომენტარიც გააკეთა:

„მადლობა წარმოუდგენელი რაოდენობის შეტყობინებებისთვის, რომლებიც გამომიგზავნეთ. წარმოუდგენელი იყო თქვენი მხარდაჭერის მოსმენა. ოპერაციამ კარგად ჩაიარა და თავს კარგად ვგრძნობ. შესანიშნავი იყო ბიჭების კიდევ ერთხელ ნახვა იმ შესანიშნავი მატჩის შემდეგ, რომელიც მათ გუშინ ჩაატარეს. თქმაც არ სჭირდება იმას, რომ ორშაბათს მათი გულშემატკივარი ვარ“, - განაცხადა ერიკსენმა.

შეგახსენებთ, კრისტიან ერიკსენს გულის შეტევა 12 ივნისს, დანიისა და ფინეთის ნაკრებების მატჩში დაემართა და საავადმყოფოში 6 დღე გაატარა. როგორც ამბობენ, დეფიბრილატორის ჩადგმის შემდეგ ერიკსენი ფეხბურთს ითამაშებს, მაგრამ არა „ინტერში“, რადგან იტალიაში მსგავს პირობებში თამაში აკრძალულია.

0.112758