კალათბურთი

14:22 | 18.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

სპორტუნის სამიდან 3 და თსუ-ს პირველი გამარჯვება სტუდენტურ ლიგაში

სტუდენტური ლიგის მე-3 ტური დღეს თბილისში დაიწყო. ოლიმპიურ სასახლეში 3 მატჩი გაიმართა, რომელთაგან 2 განსაკუთრებით დაძაბული და საინტერესო გამოდგა.

პირველივე მატჩში ერთმანეთს დაუმარცხებელი გუნდები – სეუ და სპორტუნი შეხვდნენ. ეს გუნდები “ა” ჯგუფში 2-2 მოგებით და დაუმარცხებლად დომინირებდნენ, შესაბამისად, ამ შეხვედრას ერთპიროვნული ლიდერი უნდა გამოევლინა. მატჩი თავიდან ბოლო წამებამდე დაძაბული გამოდგა. ორმხრივი შეტევები და ლიდერის ხშირი ცვლილება – ეს იყო ამ მატჩის დამახასიათებელი შტრიხი.

შეხვედრის ბედი ბოლო წამებზე გაირკვა. სეუ-ს მოთამაშეებმა, რომელებიც 65:63 დაამარცხა ტექნიკური უნივერსიტეტის ამბიციური გუნდიბიც ბოლოსწინა წუთზე 3 ქულით იგებდნენ და ბურთსაც ფლობდნენ, საქმის გამარჯვებამდე მიყვანა ვერ მოახერხეს. სპორტუნის მობილიზებამ შედეგი გამოიღო და ნუგზარ კანდელაკის გუნდმა ჯგუფში სამიდან მესამე მატჩი მოიგო – 84:80 (სტატისტიკა).

გამარჯვებულთაგან 25 ქულით ბომბარდირი ბექა ბექაია გახდა. ოთარ გაბეხაძემ კი 22 ქულას 10 მოხსნა და 2 პასიც მოაყოლა და ყველაზე შედეგიანი სტატისტიკა დააფიქსირა. სეუ-ში 25 ქულით ბომბარდირი კახა გიორგაძე გახდა, ბექა ქარცივაძემ კი სამმაგი დუბლი გამოჩეჭა – 19 ქულა, 11 მოხსნა, 11 პასი.

მეორე მატჩში დიდი ბრძოლა გაიმართა. გურამ თავართქილაძის სახელმწიფო უნივერსიტეტმა 65:63 დაამარცხა ამბიციური ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდი. მატჩის ბედი საჯარიმოებით გადაწყდა, რომლებიც ბოლო წუთზე უკეთ თავართქილაძელებმა შეასრულეს და 65:63 (სტატისტიკა) გაიმარჯვეს. ამ გამარჯვებით გთსუ “ბ” ჯგუფში გალიდერდა, თუმცა ამ ჯგუფში ტურის მატჩი გასამართია: ილიაუნი ქუთაისში აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს დაუპირისპირდება.

დღის ბოლო შეხვედრაში თსუ-მ 89:67 (სტატისტიკა) გაანადგურა სამედიცინო უნივერსიტეტი და სეზონში პირველი გამარჯვება იზეიმა. სახელმწიფო უნივერსიტეტელებმა საწყისი ტურების ორივე მატჩი მინიმალური სხვაობით წააგეს და დაგროვილი ჯავრი დღეს სამედიცინოზე იყარეს.

გამარჯვებულებს თემურ ხითარიშვილმა ულიდერა, რომელმაც 16 ქულა და 20 მოხსნა მიითვალა. 10 ქულა, 12 მოხსნა და 5 გიორგი ცხვარაძის ანგარიშზე დაგროვდა.

GBF.GE

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113788