ფეხბურთი

15:55 | 16.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

კონფერენს ლიგის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპზე ქართული გუნდების შესაძლო მეტოქეები გაირკვა

უეფას შტაბ-ბინაში კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის წინასწარი წილისყრა გაიმართა, რის შედეგადაც სამივე ქართული კლუბის შესაძლო მეტოქეები გაირკვა.

ცხადია, იმ შემთხვევაში თუ „დინამო ბათუმი“, „გაგრა“ და „დილა“ პირველ საკვალიფიკაციო ეტაპს დაძლევენ.

„დინამო ბათუმი“ სან მარინოს „ტრე პენეს“ დამარცხების შემთხვევაში მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ბორისოვის "ბატეს" შეხვდება, „გაგრა“ მონტენეგროს „სუტიესკას“ ბარიერის დაძლევის შემთხვევაში თელ ავივის "მაკაბის" დაუპირისპირდება, ხოლო გორის „დილა“ სლოვაკურ „ჟილინას“ თუ გასცდება, მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ლიმასოლის "აპოლონს" გაეჯიბრება.

კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები 22 და 29 ივლისს გაიმართება. იქამდე კი, პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრები 8 და 15 ივლისსა დაგეგმილი.

0.158025