თამაშგარე

11:26 | 15.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

კოპას ცრემლების არ სჯერა

ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწე ვენესუელელი მოდელი აიდა იესპიკე ერთ დროს ვენესუელას საფეხბურთ ნაკრებს თილისმად იყო მიჩნეული. თუმცა, მას შემდეგ, რაც ვენესუელასსოციალისტ ხელისუფლებას ოპოზიციაში ჩაუდგა და საცხოვრებლად აშშ-ში გადაბარგდა, ცხადია ამ ტიტულს მას აღარავინ აღირსებდა და საკუთარ სამშობლოში ერთგვარი “პერსონა ნონ გრატა“ გახდა.

აიდა იესპიკეს მიუხედავად ვენესუელას ხელისუფლებასთან ჯახისა, ერთი წამითაც კი არ შეუწყვეტია თავისი მშობლიური ქვეყნის საფეხბურთო ნაკრების ქომაგობა და აქედან გამომდინარე, ვენესუელელი ფეხბურთელების და სახელდობრ ამ ქვეყნის ნაკრების შესახებ ჟურნალისტები აზრსაც ხშირად ეკითხებიან ხოლმე.

აიდა ამბობს, რომ ახლა მიმდინარე კოპა ამერიკის გათამაშებაზე ბრაზილიის ნაკრებთან ვენესუელელების 3:0 მარცხის შემდეგ ერთადეთი რაც გააკეთა გულრწფელი ტირილია და სწორედ ტირილი შეშვენის ვენესუელას გუნდს, რომელიც საშინლად ირჯება და მომავლის პერსპექტივებიც არ ჩანს. მაგრამ თუნდაც ასეთი მშვენიეირ ქალის ცრემელები უშველის კი საქმეს? რომ შველოდეს კარგი იქნებოდა მაგრამ...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.141588