სხვა

1:59 | 15.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

თბილისში წყალბურთის მსოფლიო ლიგის სუპერფინალი გაიმართება

თბილისში წყალბურთის მსოფლიო ლიგის სუპერფინალი გაიმართება. ამის შესახებ საქართველოს საწყლოსნო სპორტის სახეობათა ფედერაცია იტყობინება.

FINA (საერთაშორისო საწყლოსნო ფედერაცია) მსოფლიო ლიგის სუპერფინალის მასპინძლობის უფლება საქართველოს პირველად მიანიჭა და ტურნირში საქართველოს ნაკრების გარდა, არაერთი გრანდი იასპარეზებს.

A ჯგუფი

ყაზახეთი

საბერძნეთი

საფრანგეთი

იტალია

B ჯგუფი

იაპონია

მონტენეგრო

აშშ

საქართველო

ტურნირი 26 ივნისიდან 1 ივლისამდე ჩატარდება და მას თბილისის ოლიმპიური აუზი უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121817