სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

18:59 | 14.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

პატრიკ შიკის ბენეფისი და შედევრი
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

ევროპის ჩემპიონატის D ჯგუგფში შოტლანდიის ნაკრებმა გლაზგოში, „ჰემპდენ პარკზე“ ჩეხეთის ნაკრებს უმასპინძლა. ეს ორივე გუნდისთვის ძალზე მნიშვნელოვანი თამაში იყო, რადგან ჯგუფში ინგლისისა და ხორვატიის ნაკრებებიც არიან, რომლებიც ობიექტურად ფავორიტებად მიიჩნევიან.

შოტლანდია დიდ საფეხბურთო ფორუმს 21-წლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა და აქამდე ბოლოს 1998 წელს, მუნდიალზე ჰქონდა ნათამაშები. სქოთებმა ბევრი იბრძოლეს, მაგრამ დაბრუნება წარუმატებელი გამოუვიდათ, რადგან ჩეხეთის ნაკრების ცენტრფორვარდი პატრიკ შიკი უბრალოდ წარმოუდგენლად მაგარი იყო.

საგოლე მომენტები ორივე გუნდს შეექმნა, მაგრამ გოლები მხოლოდ შიკმა გაიტანა. ჩეხმა ფორვარდმა ანგარიში პირველი ტაიმის მიწურულს მოხდენილი თავური დარტყმით გახსნა და სტუმრები დააწინაურა.

მეორე ნახევარი ორივე გუნდმა აქტიურად დაიწყო და საგოლე მომენტებიც შექმნეს, მაგრამ დევიდ მარშალი და ტომაშ ვაცლიკი დიდებულად გაისარჯნენ. სამაგიეროდ, 52-ე შოტლანდიელთა კიპერი მოწოდების სიმაღლეზე ნამდვილად არ იყო. მან კარი დაკარგა, ზედმეტად წინ გამოვიდა და ამით შიკმა დიდებულად ისარგებლა. ჩეხმა ფეხბურთელმა პირდაპირ მოედნის ცენტრიდან დაარტყა და ფანტასტიკურად - საოცარი, დაუჯერებელი და ბრწყინვალე გოლი გაიტანა. 1980 წლიდან მოყოლებული, ამაზე შორი დისტანციიდან ევროპის ჩემპიონატზე გოლი არავის გაუტანია.

პატრიკ შიკის დუბლით ჩეხეთმა უძვირფასესი სამი ქულა მოიპოვა და ევრო 2020 პოზიტიურად დაიწყო, აი, შოტლანდიელთა დაბრუნება წარუმატებელი გამოვიდა. მეორე ტურში ჩეხეთი ხორვატიას და შოტლანდია ინგლისს დაუპირისპირდება.

შოტლანდია - ჩეხეთი 0:2 (0:1)

გლაზგო, „ჰემპდენ პარკი“

შოტლანდია (3-4-1-2): მარშალი; ჰენდრი (მაკგრეგორი 67), ჰენლი, კუპერი; ო’დონელი, მაკტომინეი, არმსტრონგი (ფრეიზერი 67), რობერტსონი; მაკგინი; დიკსი (ნისბეტი 79), კრისტი (ადამსი 46)

მწვრთნელი: სტივ კლარკი

ჩეხეთი (4-2-3-1): ვაცლიკი; ცოუფალი, ჩელუსტკა, კალასი, ბორილი; კრალი (ჰოლესი 67), სოუჩეკი; მასოპუსტი (ვიდრა 72), დარიდა (სევჩიკი 87), იანკტო (ჰლოზეკი 72); შიკი (კრმენჩიკი 87)

მწვრთნელი: იაროსლავ სილჰავი

გოლები: 0:1 შიკი (42), 0:2 შიკი (52)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 8 (5) – 10 (7) ბურთის ფლობა: 56%-44% კუთხურები: 6:6 თამაშგარე: 1:2

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი (უეფას ვერსიით): პატრიკ შიკი (ჩეხეთი)

მსაჯი: დანიელ შიბერტი (გერმანია)

1. ჩეხეთი 1 1 0 0 2 0 2 3
2. ინგლისი 1 1 0 0 1 0 1 3
3. ხორვატია 1 0 0 1 0 1 -1 0
4. შოტლანდია 1 0 0 1 0 2 -2 0
სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.183638
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X