ლიმასოლის „აპოლონმა“ რევაზ ინჯგია დაიმატა. ქართველმა ფეხბურთელმა კვიპროსულ გუნდთან კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე გააფორმა.
ინჯგია ბოლოს „თელავში“ თამაშობდა, რომლის რიგებში 13 შეხვედრაში თავი ერთხელ გამოიჩინა. კარიერის საწყის ეტაპზე კი თბილისის „ლოკომოტივის“ წევრი იყო.
შეგახსენებთ, რომ „აპოლონში“ ინჯგიას გარდა, კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი, გიორგი პაპუნაშვილი თამაშობს.