ფეხბურთი

1:25 | 5.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

კიტეიშვილი: "ნიდერლანდების დონის გუნდთან თამაში სასიამოვნოა და მაქსიმალურად დავიხარჯებით"

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა ოთარ კიტეიშვილმა ნიდერლანდებთან მატჩის წინ კომენტარი გააკეთა. ქართველი ფეხბურთელის თქმით, ნიდერლანდები მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა და ასეთი დონის გუნდებთან თამაში ყოველთვის სასიამოვნოა.

"ეროვნულ ნაკრებში გამარჯვება ყოველთვის სასიამოვნოა, არ აქვს მნიშვნელობა, ეს მატჩი ამხანაგურია თუ ოფიციალური. რუმინეთთან მოპოვებულ გამარჯვებას ძალიან დადებითი ემოციები მოყვა. ბოლო წუთამდე დაძაბული შეხვედრა გამოდგა. შესაძლოა, ჩვენი საუკეთესო თამაში არ გვიჩვენებია, მაგრამ გამარჯვება მოვახერხეთ და დაშვებული შეცდომები აუცილებლად უნდა გამოვასწოროთ. რაც შეეხება ნიდერლანდებთან თამაშს: ვფიქრობ, რომ მსოფლიოსა და ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო ნაკრებია. საკმაოდ დიდი მოსამზადებელი პერიოდი გავიარეთ და ასეთი დონის მეტოქესთან თამაში ძალიან სასიამოვნოა. ვეცდებით, რომ მაქსიმალურად დავიხარჯოთ, ფეხბურთი ვითამაშოთ და დადებითი შედეგი დავაფიქსიროთ", - ციტირებს სფფ-ის პრესსამსახური კიტეიშვილის სიტყვებს.

შეგახსენებთ, ნიდერლანდებისა და საქართველოს ნაკრებთა მატჩი 6 ივნისს, თბილისის დროით 20:00 საათზე ენსხედეში გაიმართება.

0.118616