თამაშგარე

13:51 | 2.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

ჯორჯინა ქუჩაში გამოიჭირეს

კრიშტიანუ რონალდუს ოფიციალურად გულისსწორი, რეალურად კი ხელმოუწერელად და ჯვარდაუწერლად ცოლი, მოდელი ჯორჯინა როდრიგესი სადაც არ უნდა იყოს, როგორც წესი რიგითი მოქალაქესავით ქუჩებში ფეხით დადის და ჩასაფრებულ ბულვარულ მედიას ეს გოგო ქუჩაში არაერთხელ გამოუჭერია.

ორი დღის წინ, მადრიდის ქუჩებში მონარნარე ჯორჯინა როდრიგესი ესპანელმა ჟურნალისტებმა შეამჩნიეს, რაც ცხადია სათანადოდ გამოიყენეს, მსწრაფლივ მიეჭრნენ და კრიშტიანუ რონალდუს სავარაუდო მომავალზე და ტურინის “იუვენტუსიდან“ სხვა კლუბში გადასვლის პერსპექტივებზე კითხვები დააყარეს.

ჯორჯინა როდრიგესი სრული თვითრწმენით ამბობს, რომ მიუხედავად სხვა კლუბებიდან მრავალი შეთავაზებისა, პორტუგალიელი მეგოლე იტალიაში თავს შესანიშნავად გრძნობს და არსად აპირებს წასვლას. ჯორჯინას თქმით, კრიშტიანუს სურს, რომ ტურინიდანაც გამარჯვებული და ტიტულმრავალი წავიდეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.138065