სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ბლოგი

13:08 | 30.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

კოპა ამერიკა ჩაშლის პირასაა
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

ჩვენ ევროპაში დატრიალებული ამბები გვადარდებს და საბოლოოდ მაინც ვერჩატარებული სუპერლიგის “ნამსხვრებებში“ ვიქექებით. ამასობაში კი სამხრეთ ამერიკაში, იქაურმი ფეხბურთის ბოსებმა გამოიდეს თავი და ისეთი ერთმანეთზე უცნაური საქმეები აკეთეს, წელს ივნისში დაგეგმილი კონტინენტის უმთავრესი საფეხბურთო ტურნირის - კოპა ამერიკის დაწყებაც კი დადგა ეჭვქვეშ...

როგორც იცით ევროპის ჩემპიონატის დარად, ეს ტურნირიც 2020 წელს უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ გლობალურმა პანდემიამ საათივით აწყობილი ევროპის ქვეყნები გააჩერა და წარმოიდგინეთ რას უზამდა სამხრეთ ამერიკის ქვეყნებს, სადაც მთავრობები ლამის სამ თვეში ერთხელ იცვლებიან, კაცმა არ იცის ვინ როგორ პოლიტიკას ატარებს და ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში მასობრივ უმუშევრობაში და ხალხის უკიდურეს სიღარიბეში გამოიხატება.

დავუბრუნდეთ კოპა ამერიკის ამბავს. ჯერ კიდევ 6 წლის წინ გახდა ცნობილი, რომ 2020 წლის კოპა ამერიკის გათამაშება არგენტინასა და კოლუმბიაში უნდა გამართულიყო. ეს გადაწყვეტილება ძალაში რჩებოდა მიმდინარე წლის აპრილამდე. მაგრამ ახლა, როდესაც კალენდარიც გაწერილია, გუნდებიც ჯგუფებში არიან გადანაწილებული და ყველა ემზადება, ტურინირის დაწყებამდე ორი თვით ადრე, კოლუმბიის ხელისუფლებამ განაცხადა - ჩვენ პანდემიამ ძალიან ცუდი საქმეები დაგვმართა, ფულის აღარ გვაქვს და კარგი იქნება, კოპა ამერიკის მასპინძლის სტატუსს თუ ჩაგვიხსნითო.

ამას ამბები მოჰყვა - მტერს და ავს... ახლა არგენტინის ფეხბურთის ფედერაცია გადაირია - ჩვენ ჩვენი საფიქრალიც გვეყოფა, ამ გაჭირვებაში მაინც ვახერხებდით მასპინძლობას და კოლუმბიაში ჩასატარებელი ჯგუფისა და შემდეგ ძირითადი ეტაპის მატჩების მასინძლობას აბა როგორ მოვახერხებთ, ფიფამ ფული თუ არ მოგვცაო. ეშმაკმა არგენტინელებმა ფიფა ამ საქმეში იმიტომ გარიეს, რომ კარგად იციან, სამხრეთ ამერიკის საფეხბურთო კონფედერაციის გასაჭირი და ალბათ ისიც კარგად მოეხსენებათ, რომ კონკაკაფ-კონმებოლოლები მათთვის ერთი კაპიკის მიმცემნიც კი არ არიან.

კოპა ამერიკაზე სტუმრის სტატუსით მიწვეულმა იაპონიამ, იამაიკამ და რამდენიმე აზიური გუნდის ხელმძღვანელობამაც განაცხადა - ეგენი ტურნირის მასპინძლობას ვერ აბამენ თავს და ასეთ გაურკვევლობაში ფეხბურთელების გაგზავნას აღარ ვაპირებთო. მერე საკუთრივ სამხრეთამერიკული ქვეყნების ხელმძღვანელებმაც მოაწყვეს ერთი დიდი ინტერნეტ-შეხვედრა. იმსჯელეს, იკამათეს, ივაგლახეს და საბოლოო ჯამში მაინც ვერაფერი გადაწყვეიტეს. ერთადერთი არგენტინის პრეზიდენტს სთხოვეს - ებიჯო, იქნებ მართლა თქვენთან გამართოთ მთელი ტურნირი და დაასრულოთ ეს ამბდაუბდაო. არგენტინელები კიდე ჯიუტად იძახიან, ფული მოგვეცით და რამეს ვიზამთო, მაგრამ ვისა აქვს ახლა გადასაყრელი ფული? თან როგორ გინდა ფული ასესხო არგენტინას, ანუ ქვეყანას, რომელიც ისედაც ვალებში იხრჩობა და ბოლო ორ ათწლეულში უკვე მესამედაა სრული გაკოტრებისა და ფინანსური კოლაფსის ზღვარზე.

ამასობაში კი კოპა ამერიკის დაწყების თარიღიც მოახლოვდა და ფეხბურთის ქომაგები დიდი ბრაზით, ვნებითა და ემოციით ელოდებიან გაურკვევლობის დასრულებას და ესოდენ მონატრებული დიდი სანაკრებო ტურნირით ტკბობას. განსაკუთრებით ბრაზილიელები ბრაზობენ, რომლებმაც იცოდნენ, რომ მათ გუნდს ჯგუფური ეტაპი კოლუმბიაში უნდა ებურთავა და ახლა აღმოჩნდა, რომ ფული წყალში გადაუყრიათ, როდესაც წინასწარ დაჯავშნეს სასტუმროები და თვითმფრინავისა თუ მატჩების ბილეთები. მთელი ტურნირი არგენტინაში თუ გაიმართება, ორგანიზატორები სტადიონის ბილეთებს ალბათ უპრობლემოდ გადაუცვლიან, მაგრამ ინჩასებს უკან ფულს დაუბრუნებენ სასტუმრობის კოლუმბიელი მეპტრონეები, რომლებიც ისედაც გაკოტრების ზღვარზე არიან? რაღაც ძალიან საეჭვოდ ჩანს ეს ამბავი...

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.15134
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X