ფეხბურთი

15:21 | 25.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

მოდრიჩმა „რეალთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივა

„რეალის“ ხორვატი ნახევარმცველი, ლუკა მოდრიჩი, მადრიდულ კლუბში რჩება.

მან კონტრაქტი 2022 წლის 30 ივნისამდე გაახანგრძლივა - გვამცნობს „რეალის“ პრესსამსახური.

ასევე გაცხადდა, რომ 35 წლის შუახაზელი ხელფასის დაკლებას დათანხმდა. ახლადდამთავრებულ სეზონში მოდრიჩმა ყველა ტურნირში 49 მატჩი ჩაატარა, 6 ბურთი გაიტანა და ამდენივე საგოლე პასით გამოირჩა. პორტალი Transfermarkt მას 10 მილიონ ევროდ აფასებს.

მოდრიჩი „რაელის“ ღირსებას 2012 წლიდან იცავს. მანამდე ის „ტოტენჰემში,“ ზაგრების „დინამოსა“ და „ზრინსკიში“ ირჯებოდა.

„რეალთან“ ერთად მან ოთხჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა, ორჯერ ესპანთის პრიმერა, ერთხელ ქვეყნის თასი და სამჯერ სუპერთასი, ასევე სამჯერ უეფას სუპერთასი და ოთხჯერ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112047