ფეხბურთი

16:24 | 11.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

კიტეიშვილი: "გოლი იდეალური საშუალება იყო, რომ ეს ყველასთვის მეცნობებინა"

გრაცის „შტურმის“ ნახევარმცველმა ოთარ კიტეიშვილმა „ზალცბურგის“ კარში გატანილი გოლი მეუღლეს მიუძღვნა, რომელიც ბავშვს ელოდება და ოთარი მამა პირველად გახდება.

სწორედ გოლის აღნიშვნასთან დაკავშირებით მან ავსტრიულ მედიას კომენტარი მისცა და თქვა, რომ ამ ამბის გასაჟღერებლად გოლი იდეალური შესაძლებლობა იყო.

„მამა პირველად გავხდები და ეს ჩემს ცხოვრებაში მართლაც განსაკუთრებული რამეა. გოლი იდეალური საშუალება იყო იმისთვის, ეს ყველასთვის მეცნობებინა, რადგან აქამდე არავისთვის მქონდა ნათქვამი. ჩემი მეუღლეც გრაცში ცხოვრობს და ძალიან ბედნიერები ვართ. ბავშვს დეკემბერში ველოდებით“, - თქვა ქართველმა ფეხბურთელმა.

შეგახსენებთ, რომ ავსტრიის ბუნდესლიგის დასრულებამდე მხოლოდ სამი ტურია დარჩენილი, „შტურმი“ მესამე ადგილზეა და ახლოსაა ევროპის კონფერენს ლიგის საგზურთან. კიტეიშვილმა მიმდინარე სეზონში 23 მატჩი ჩაატარა, 6 გოლი გაიტანა და სამჯერ საგოლე პასი მიითვალა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117237