ფეხბურთი

18:50 | 9.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

ბრიტანეთის მთავრობა უეფას, ჩემპიონთა ლიგის ფინალის გადატანის თაობაზე ესაუბრება

ბრიტანელი პოლიტიკოსი, ლანკასტერის საჰერცოგოს კანცლერი, მაიკლ გოუვი, ჟურნალისტებს ინგლისის მთავრობის უეფასთან მოლაპარაკების შესახებ ესაუბრა, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ფინალის სტამბოლიდან ინგლისში გადატანას ეხება.

„მოლაპარაკებები გრძელდება. ჩემი მეგობარი და კოლეგა, ოლივერ დაუდენი (დიდი ბრიტანეთის ციფრული ტექნოლოგიების, კულტურის, სპორტისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მინისტრი) ამჟამად საჭირო ხალხს ესაუბრება. ამიტომ მის მაგიერ ვერ ვილაპარაკებ. თუმცა, დარწმუნებული ვარ, ქომაგებს ძალიან უნდათ ფინალი სწორედ ბრიტანეთის ტერიტორიაზე ჩატარდეს.“ - ციტირებს გოუვის სიტყვებს Reuters.

შეგახსენებთ, რომ 29 მაისს ფინალში ერთმანეთს ინგლისური გუნდები: „მანჩესტერ სიტი“ და „ჩელსი“ შეხვდებიან. წესით, მატჩი სტამბოლის „ათათურქის“ სტადიონზე უნდა გაიმართოს, მაგრამ ბრიტანეთის მთავრობამ, კორონაპანდემიის გამო, თურქეთი „წითელ სიაში“ შეიყვანა, ამიტომ, დიდი ალბათობით, საკლუბო ფეხბურთის გადამწყვეტ შეხვედრას სხვა ქვეყანაში გადაიტანენ.

თეგებიუეფა
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113159