ფეხბურთი

22:43 | 8.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

„სიტიმ“ „ჩელსისთან“ წააგო

პრემიერლიგის 35-ე ტურში, „მანჩესტერ სიტი“ „ჩელსის“ მასპინძლობდა და 1:2 დამარცხდა.

ანგარიში 44-ე წუთზე მასპინძელმა რაჰიმ სტერლინგმა გახსნა. პირველი ტაიმის დამატებულ წუთებზე მანჩესტერელებმა პენალტი მოიპოვეს, თუმცა სერხიო აგუერომ ვერ ივარგა, მეკარე ედუარ მენდიმ აუღო.

მეორე ნახევარი კი სტუმრებისა გამოდგა, 63-ზე ჰაკიმ ზიეშმა გაათანაბრა, 92-ე წუთზე კი მარკოს ალონსომ გამარჯვებისა გაიტანა.

80 ქულით „სიტი“ პირველ ადგილზეა, „ჩელსიმ“ კი 64 ქულა მოაგროვა და მესამე პოზიციაზე დგას.

შეგახსენებთ, რომ ეს გუნდები ერთმანეთს 29 მაისს, ჩემპიონთა ლიგის ფინალში შეხვდებიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11815