ფეხბურთი

1:18 | 3.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

ბექა ქავთარაძის გოლი რუსეთის პირველ ლიგაში (+VIDEO)

რუსეთის პირველ ლიგაში (რანგით მეორე დივიზიონი) ბექა ქავთარაძემ მორიგი გოლი გოლი გაიტანა. მე-40 ტურში ქართველი ფეხბურთელის „ნიჟნი ნოვგოროდმა“ მოსკოვის „სპარტაკის“ მეორე გუნდს 4:0 აჯობა.

ქავთარაძემ შეუცვლელად ითამაშა, 48-ე წუთზე მეკარესთან პირისპირ დარჩა და ზუსტად დარტყმა მოახერხა, რითაც ანგარიში 2:0 გახადა. ბექა რუსულ გუნდში იანვარში გადავიდა და 9 მატჩში თავი მესამედ გამოიჩინა.

„ნიჟნი ნოვგოროდი“ 84 ქულით მესამე ადგილზეა და პრემიერლიგაში გადასასვლელ პლეი-ოფში ნამდვილად მოხვდება, მაგრამ მეორე ადგილოსან „ორენბურგს“ 4 ქულა აშორებს და ეს პოზიცია პრემიერლიგის საგზურს პირდაპირ იძლევა.

0.122446