სხვა

1:50 | 3.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

გერეინ თომასმა რომანდიის ტური მოიგო

გერეინ თომასმა სამწლიანი მოლოდინი დაასრულა - 2018 წლის ტურ დე ფრანსზე ტრიუმფის შემდეგ, პირველი გამარჯვება, რომანდიის ტურზე იზეიმა. ბოლოსწინა ეტაპის ფინიშზე წაქცევის მიუხედავად, მას დროზე რბოლაში მესამე საუკეთესო შედეგი ჰქონდა, რაც საბოლოო გამარჯვებისთვის საკმარისი აღმოჩნდა.

ბოლო ეტაპის წინ, თომასი (ინეოს გრენადერსი) ლიდერ მაიკლ ვუდსთან (კანადა, ისრაელ სტარტ-აპ ნეიშენ) 11 წამს აგებდა. თუმცა ფავორიტი მაინც ის იყო, რადგან ბოლო ეტაპი დროზე რბოლაში უნდა გამართულიყო, რაც უელსელის სპეციალიზაციაა.

„ძალიან მიხარია, განსაკუთრებით გუშინდელი შეცდომის შემდეგ. სტარტის წინ კარგ განწყობაზე ვიყავი. რაღაც იმის მსგავსი იყო, რაც ტურზე გამარჯვების წინ. დისტანციის ბოლოს რადში სულ მესმოდა, ფრთხილად, მოსახვევებში არ წაიქცე. მერე კი გავიგე, შენ მას გაასწარი“, - განაცხადა თომასმა.

დროზე რბოლა ფრანგმა რემი კავანიამ (დესონინკ-ქვიკ-სტეპი) მოიგო, ვისაც 6 წამით ჩამორჩა მეორეზე გასული შვეიცარიელი შტეფან ბისეგერი (EF ედუქეიშენ-ნიპო). 17-წამიანი ჩამორჩენით, თომასი მესამე იყო. ვუდსმა დროზე რბოლა 28-ე ადგილზე დაასრულა. რაც მთავარია, თომასთან თითქმის წუთი წააგო და გამრჯვებაც მას გადაულოცა. უფრო მეტიც, კანადელმა სამეულში შესვლაც ვერ მოახერხა.

0.112827