ფეხბურთი

23:59 | 2.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

ნიკა სიჭინავას გოლი და საგოლე პასი უკრაინაში (+VIDEO)

უკრაინის პრემიერლიგის 24-ე ტურში ნიკა სიჭინავას „ინჰულეცმა“ დონეცკის „ოლიმპიკი“ 3:0 დაამარცხა და მოედანზე საუკეთესო ქართველი ფორვარდი იყო.

26 წლის სიჭინავამ ჯერ საგოლე პასი გააკეთა და მერე გოლიც გაიტანა. ნიკამ 33-ე წუთზე დენის იანაკოვს გაატანინა, იდეალური პასი გაუკეთა და მას გატანის გარდა, სხვა არაფერი დარჩენოდა. 48-ე წუთზე კი შესანიშნავად ითამაშა საჯარიმოში და შორეულ კუთხეში შეძლო მეტოქის კარის დალაშქვრა. მან მიმდინარე სეზონში ჩატარებულ მე-16 შეხვედრაში მეექვსედ გაიტანა და მოედანზე შეუცვლელად იყო.

„ოლიმპიკში“ თემურ ჩოგაძემ 64-ე წუთამდე ითამაშა და 53-ე წუთზე ლამაზ გოლთან ახლოს იყო, მაგრამ მეკარემ ფანტასტიკურად ითამაშა. „ინჰულეცი“ 23 ქულით მე-11 ადგილზეა, ხოლო „ოლიმპიკი“ 21 ქულით მე-13 პოზიციაზე იმყოფება.

0.156984