სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ავტოსპორტი

22:53 | 2.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

ჰამილტონმა პორტუგალიაშიც გაიმარჯვა
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

ლუის ჰამილტონმა პორტუგალიის დიდი პრიზის რბოლისას მაქს ფერსტაპენს და თანაგუნდელ ვალტერი ბოტასს გაასწრო და სეზონში მეორე გამარჯვება მოიპოვა. რბოლის დასაწყისში, მსოფლიო ჩემპიონი მესამე ადგილამდე ჩამოქვეითდა, რის შემდეგაც, ორი შესანიშნავი მანევრით შეძლო დაწინაურება.

ფერსტაპენი მეორე ადგილს დასჯერდა. ბოტასი კი, ვინც სტარტი პოულიდან აიღო, ფინიშთან მესამე მივიდა. თუმცა ის კი შეძლო, რომ რბოლის უსწრაფესი წრე დაეფიქსირებინა და ამისთვის ბონუს ქულა მიეღო. ბრიტანელმა პილოტმა, თავის კარიერაში 97-ე გამარჯვება მოიპოვა.

რბოლის დასაწყისში, კიმი რაიკონენი უკნიდან თავის თანაგუნდელ ანტონიო ჯოვინაცის დაეჯახა და რბოლას იქვე გამოეთიშა. სტარტ-ფინიშის სწორი მისი „ალფა რომეოს“ წინა ნაწილის ნამსხვრევებით გაივსო, რის გამოც, ტრასაზე უსაფრთხოების მანქანა გამოვიდა. რესტარტზე კი ფერსტაპენმა ჰამილტონის ჩამოტოვება მოახერხა.

ბოტასმა ვერ შეძლო უპირატესობის გაზრდა. რამდენიმე წრე, ამ სამ პილოტს, დაახლოებით თითო წამი აშორებდა. მე-11 წრეზე ჰამილტონმა ფერსტაპენისგან მეორე პოზიცია დაიბრუნა. ჰოლანდიელმა საპასუხო შეტევა მეოთხე მოსახვევშივე სცადა, მაგრამ ჩემპიონმა ამჯერად გასწრების შანსი აღარ დაუტოვა.

მე-20 წრეზე ჰამილტონმა ბოტასსაც გაასწრო და ოთხ წრეში, თანაგუნდელი ორი წამით ჩამოიტოვა. აქედან მოყოლებული, ჩემპიონის პოზიცია მყარი იყო. ამ დროს პელოტონს სათავეში სერხიო პერესი ედგა, თუმცა მას საბურავი ჰქონდა შესაცვლელი და შესაბამისად, ლიდერობაც დროებით ეპყრა. ბოტასის გასწრება ფერსტაპენმაც სცადა, მაგრამ ფინელმა თავი გამოიდო.

ფერსტაპენს იმედად ტაქტიკური ბრძოლაღა დარჩა. მან პიტ სტოპი 35-ე წრეზე შეასრულა. ბოტასმაც მომდევნო წრეზევე შეცვალა საბურავი, მაგრამ სანამ მათ გახურებას მოასწრებდა, „რედ ბულის“ პილოტმა მეხუთე მოსახვევში უკან მოიტოვა.

ბოტასსა და ფერსტაპენს შორის ბრძოლა რბოლის მიწურულსაც გაიმრთა, ოღონდ, არა ადგილისთვის, არამედ სწრაფი წრისთვის. ფერსტაპენს „რედ ბულმა“ ბოლო წრეებისთვის ახალი საბურავი დაუყენა და მან უსწრაფესი წრე მალე აჩვენა, მაგრამ ის არ ჩაეთვალა, რადგან იმ წრეზე, ტრასის ლიმიტი დაარღვია.

„ძალიან რთული რბოლა იყო. ფიზიკურადაც და მენტალურადაც. ქარის გამო, შეცდომა ადვილი დასაშვები იყო. რესტარტზე პოზიცია დავკარგე. ვალტერის გასწრების შემდეგ, საბურავები სწრაფად გაცვდა“, - ყვება ჰამილტონი.

პორტუგალიის დიდი პრიზი

პორტიმაუ, დისტანცია 306.826 კმ (4.653 კმ, 66 წრე)

  1. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 1:34:31.421
  2. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, რედ ბული) 29.148
  3. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, მერსედესი) 33.530
  4. სერხიო პერესი (მექსიკა, რედ ბული) 39.735
  5. ლანდო ნორისი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 51.369
  6. შარლ ლეკლერი (მონაკო, ფერარი) 55.781
  7. ესტებან ოკონი (საფრანგეთი, ალპინი) 1'03.749
  8. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ალპინი) 1'04.808
  9. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, მაკლარენი) 1'15.369
  10. პიერ გასლი (საფრანგეთი, ალფატაური) 1'16.463
  11. კარლოს საინსი (ესპანეთი, ფერარი) 1'18.955
  12. ანტონიო ჯოვინაცი (იტალია, ალფა რომეო) 1 წრე
  13. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ასტონ მარტინი) 1 წრე
  14. ლანს სტროლი (კანადა, ასტონ მარტინი) 1 წრე
  15. იუკი ცუნოდა (იაპონია, ალფატაური) 1 წრე
  16. ჯორჯ რასელი (ბრიტანეთი, უილიამსი) 1 წრე
  17. მიკ შუმახერი (გერმანია, ჰაასი) 2 წრე
  18. ნიკოლას ლატიფი (კანადა, უილიამსი) 2 წრე
  19. ნიკიტა მაზეპინი (რუსეთი, ჰაასი) 2 წრე
  20. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ალფა რომეო) 65 წრე

უსწრაფესი წრე: ვალტერი ბოტასი - 1:19.865 (65-ე წრე, 209.738 კმ/სთ)

მრბოლთა კლასიფიკაცია

1. ლუის ჰამილტონი - 69 ქულა; 2. მაქს ფერსტაპენი - 61; 3. ლანდო ნორისი - 37; 4. ვალტერი ბოტასი - 32; 5. შარლ ლეკლერი - 28; 6. სერხიო პერესი - 22; 7. დანიელ რიკარდო - 16; 8. კარლოს საინსი - 14; 9. ესტებან ოკონი - 8; 10. პიერ გასლი - 7; 11-12. ლანს სტროლი და ფერნანდო ალონსო - 5; 13. იუკი ცუნოდა - 2

კონსტრუქტორთა ჩემპიონატი

1. მერსედესი - 101 ქულა; 2. რედ ბულ-ჰონდა - 83; 3. მაკლარენ-მერსედესი - 53; 4. ფერარი - 42; 5. ალპინ-რენო - 13; 6. ალფატაური-ჰონდა - 9; 7. ასტონ მარტინ-მერსედესი - 5

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.13907
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X