ფეხბურთი

20:10 | 30.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

ევროპა ლიგის კვირის სიმბოლური ნაკრები

უეფას ოფიციალურმა ვებგვერდმა ევროპა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის პირველი მატჩების შემდეგ, ფეხბურთელების ასპარეზობის მიხედვით სიმბოლური ნაკრები დაასახელა. საუკეთესო 11 ფეხბურთელს შორის ყველაზე მეტი, 6 წარმომადგენელი "მანჩესტერ იუნაიტედს" ჰყავს.

უეფას ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, სიმბოლური ნაკრები შემდეგნაირად გამოიყურება:

მეკარე: ბერნდ ლენო ("არსენალი");

მცველები: აარონ ვან ბისაკა, ჰარი მაგუაირი, ლუკ შოუ (სამივე "მანჩესტერ იუნაიტედი"), რაულ ალბიოლი ("ვილიარეალი");

ნახევარმცველები: ნიკოლას პეპე ("არსენალი"), ბრუნუ ფერნანდეში, პოლ პოგბა (ორივე "მანჩესტერ იუნაიტედი"), სამუ ჩუკვუენზე ("ვილიარეალი");

თავდამსხმელები: ედინსონ კავანი ("მანჩესტერ იუნაიტედი"), ედინ ჯეკო ("რომა");

0.170541