საქართველოს ეროვნული ნაკრები ფიფას 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მომდევნო სამ საშინაო შეხვედრას ბათუმში გამართავს. ინფორმაცია ფეხბურთის ფედერაციამ გაავრცელა.
ვილი სანიოლის გაწვრთნილი გუნდი 2 სექტემბერს კოსოვოს, 9 ოქტომბერს საქართველოს, ხოლო 11 ნოემბერს შვედეთის ნაკრებს უმასპინძლებს.
მიმინარე წლის ოფიციალურ მატჩებამდე, ვილი სანიოლის გუნდი ორ ამხანაგურ შეხვედრას სტუმრად ჩაატარებს. 2 ივნისს, ქალაქ პლოიეშტის სტადიონზე ჩვენი გუნდი რუმინეთს დაუპირისპირდება. 6 ივნისს კი, ქალაქ ენსხედეში ნიდერლანდებსა და საქართველოს შორის ამხაგანური მატჩი შედგება.
საქართველოს ეროვნული ნაკრების 2021 წლის მატჩების სრული განრიგი
ამხანაგური მატჩები
2 ივნისი
რუმინეთი - საქართველო
6 ივნისი
ნიდერლანდები - საქართველო
მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი
2 სექტემბერი
საქართველო - კოსოვო
5 სექტემბერი
ესპანეთი - საქართველო
9 ოქტომბერი
საქართველო - საბერძნეთი
12 ოქტომბერი
კოსოვო - საქართველო
11 ნოემბერი
საქართველო - შვედეთი
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში 1 ქულა აქვს და ბოლოსწინა მე-4 ადგილზეა, რაც შეეხება ბათუმის სტადიონს, 20 000 მაყურებელზეა გათვლილი არენა 2020 წელს გაიხსნა და ის უეფას IV კატეგორიას მიეკუთვნება.