ფეხბურთი

18:30 | 22.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

პიკე: "ხალხმა უნდა იცოდეს სად მივდივართ, უეფას სისტემა შეუცვლელია"

კატალონიის „ბარსელონას“ მცველმა ჟერარ პიკემ სუპერლიგის შესახებ თავისი მოსაზრება გამოთქვა და ამ ტურნირის წინააღმდეგია. ესპანელი ფეხბურთელის განცხადებით, არსებობს სისტემა, რომლის დაშლა შეუძლებელია.

„ეს არ არის კარგი გრძელვადიან პერსპექტივაში. გუნდები იძულებული გახდებიან დატოვონ შიდა ჩემპიონატებბი, სუპერლიგა ჩემპიონატების შემოსავალს თავის თავზე აიღებს და ეს მიზნად ისახავს სისტემის განადგურებას.

ნამდვილად გვინდა გავაქროთ ისეთი გუნდები, როგორიცაა „სევილია“, „ლესტერი“, „ვალენსია“, „ნაპოლი“ ან „ევერტონი“? ხალხმა უნდა იცოდეს სად მივდივართ. ამჟამინდელი მოდელი შეიძლება იყოს არასწორი, მაგრამ არსებობს სისტემა, რომლის დაშლა შეუძლებელია“, - თქვა პიკემ.

შეგახსენებთ, რომ სუპერლიგის პროექტი შეჩერდა, თუმცა, ფლორენტინო პერესმა ბოლო ინტერვიუში განაცხადა, რომ თემა დახურული არ არის და სუპერლიგა ცოცხალია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.134167