ფეხბურთი

11:07 | 21.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

Mundo Deportivo: უეფამ ინგლისური კლუბები დიდი თანხით მოისყიდა

ესპანური გამოცემა Mundo Deportivo სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს. ესპანური გამოცემა იტყობინება, რომ უეფამ ინგლისურ კლუბებს დიდი თანხა შესთავაზა, რომ ევროპის სუპერლიგის პროექტზე უარი ეთქვათ.

წყაროს თანახმად, უეფას ფინანსური დაპირებები გადამწყვეტი იყო პრემიერლიგის კლუბების სუპერლიგიდან გასვლის გადაწყვეტილებაში. ამავე დროს, ესპანურ გუნდებს ასეთი შეთავაზება არ მიუღიათ, რადგან მათში უეფა მთავარ მტრებს ხედავს, მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტის ფლორენტინო პერესის ხელმძღვანელობით.

შეგახსენებთ, რომ სუპერლიგა ოფიციალურად ორი დღის წინ დაიბადა და მასში 12 კლუბი გაწევრიანდა, მაგრამ ინგლისის პრემიერლიგის გუნდებმა ის უკვე ოფიციალურად დატოვეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.128085