ფეხბურთი

11:12 | 17.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

კუმანი: "ჩემპიონობის შანსი გვაქვს, თასის ფინალში ვართ და მაინც ჩემს გათავისუფლებას ელოდებიან"

კატალონიის „ბარსელონას“ პრეზიდენტი რონალდ კუმანისთვის გასაკვირია, რომ თავის მომავალზე მედია ძალიან ბევრს საუბრობს. ნიდერლანდელი სპეციალისტის განცხადებით, ხალხს უფრო მეტად გუნდის მდგომარეობა უნდა აინტერესებდეს.

„უცნაურია, რომ ყველას არ აინტერესებს გუნდის მდგომარეობა და აინტერესებთ ჩემი მომავალი ბედი. მრავალი ასპექტი იხვეწება, 2020 წლის შემდეგ ერთი თამაში გვაქვს წაგებული, ჩემპიონობისთვის ვიბრძვით, თასის ფინალში ვთამაშობთ, მაგრამ ყველა ჩემს გათავისუფლებას ელოდება.

მესმის, რომ ასეთი ზეწოლა ჩემი სამუშაოს ნაწილია და მე ამას უნდა შევეგუო, თუმცა მაინც გასაკვირია. ჩემს მომავალზე მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ კონტრაქტი კლუბთან კიდევ ერთი წელი მაკავშირებს“, - თქვა კუმანმა.

შეგახსენებთ, რომ „ბარსელონა“ ესპანეთის თასის ფინალში დღეს ბილბაოს „ატლეტიკს“ დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113205