სხვა

14:10 | 16.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

პარიზი-2024 გახსნა-დახურვის ცერემონიები, შესაძლოა, მდინარე სენას სანაპიროზე გაიმართოს

პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტი თამაშების გახსნისა და დახურვის ცერემონიების ჩასატარებელ ადგილად მდინარე სენას სანაპიროს განიხილავს.

სანიჩბოსნო სლალომში სამგზის ოლიმპიური ჩემპიონის, პარიზი-2024-ის ხელმძღვანელის ტონი ესტანგეს თქმით, ცერემონიებისთვის შერჩეული სავარაუდო ადგილი - სენას სანაპირო საფრანგეთის დედაქალაქის ერთ-ერთი სიმბოლოა.

პარიზის ადმინისტრაცია ამ წინადადებას ერთ-ერთ რეალურ ვარიანტად განიხილავს. თამაშების ორგანიზატორებითვის საკვანძო საკითხია, შესაძლებელი იქნება თუ არა სტადიონის გრანდიოზული წარმოდგენის ქალაქის სივრცეში გადატანა და მისი გულშემატკივრთა დიდი რაოდენობისთვის ხელმისაწვდომობა.

GEONOC.ORG.GE

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.108776