კალათბურთი

17:08 | 11.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი შერმადინის სუპერთამაში და MVP-ის ტიტული ლიგა ენდესაში

ესპანეთის ლიგა ენდესას 30-ე ტურში გიორგი შერმადინის „ლენოვო ტენერიფემ“ „ესტუდიანტესს“ უმასპინძლა და უპრობლემოდ, 101:77 დაამარცხა. კანარიელებმა ოთხივე პერიოდი მოიგეს და ბუნებრივია, გამარჯვების მოპოვება არ გასჭირვებიათ.

ისიც ბუნებრივია, რომ შერმადინი საუკეთესო იყო. ქართველმა კალათბურთელმა17:24 წუთში 25 ქულა, 5 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. მან 13-დან9 ორქულიანი და 7-დან 7 საჯარიმო ჩააგდო, შედეგად მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 32 გამოდგა.

შერმადინი, როგორც მოპოვებული ქულებით (25), ისე მარგი ქმედების კოეფიციენტით (32) ორივე გუნდში საუკეთესო იყო და მატჩის MVP სრულიად დამსახურებულად გახდა.

„ლენოვო ტენერიფე“ 23 გამარჯვებით და 5 მარცხით სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი მადრიდის „რეალს“ სტუმრად დაუპირისპირდება.

0.115655