ფეხბურთი

15:57 | 11.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

Tuttosport: "კვარაცხელია ტალანტია, რომელიც "იუვენტუსის" ახალგაზრდულ პროექტს შეესაბამება"

ყაზანის „რუბინის“ ქართველი ნახევარმცველის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ბოლო დროს ინფორმაცია აქტიურად ვრცელდება. ამჯერად ცნობილი იტალიური გამოცემა Tuttosport-ი შეეხო ამ თემას და წერს, რომ ხვიჩათი ტურინის „იუვენტუსი“ დაინტერესებულია.

კერძოდ, ტურინული გაზეთის სტატია კვარაცხელიას გარდა, „ჯენოას“ უზბეკ შემტევ ელდორ შომუროდოვს შეეხება და მასში წერია, რომ ტურინელთა ინტრესის სფეროში ორივე ფეხბურთელია, თუმცა, მეტ კონკრეტიკაზე საუბარი არ არის.

„განსხვავებული სიტუაციაა კვარაცხელიასთან (შომუროდოვთან შედარებით - რედ), რომელიც საოცარად ხარისხიანი გარემარბია და ფაბიო პარატიჩის სტილის შენაძენი იქნება. ქართველი ნიჭიერია, აქვს ბრწყინვალე ტექნიკა და ფიზიკური მონაცემები. ის კლუბის მიერ წამოწყებული ახალგაზრდულ პროექტთან სრულყოფილად შესაბამისია. „იუვენტუსი“ მონდომებულია, მაგრამ ერთადერთი კლუბი არაა - ასევე აქტიურობენ „მილანი“ და „ბაიერნი“, - წერია სტატიაში.

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიას ბოლო დროს „იუვენტუსის“ გარდა, „მილანს“, „ბაიერნს“ და „დორტმუნდს“ ყველაზე აქტიურად უკავშირებენ, თუმცა, „რუბინი“ ოფიციალური წინადადების მიღებას არ ადასტურებს.

კვარაცხელიას რუსეთის პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში 22 მატჩში 4 გოლი აქვს გატანილი, ოთხჯერ საგოლე პასი მიითვალა და ასევე ოთხჯერ პენალტი მოიპოვა. მას საქართველოს ნაკრებში 8 თამაშში 3 გოლი აქვს გატანილი. ხვიჩა გასულ სეზონში რუსეთის ჩემპიონატის საუკეთესო ახალგაზრდა, "რუბინის" სეზონის საუკეთესო და 2020 წლის საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.

0.114631