ფეხბურთი

12:23 | 10.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

მსაჯი, რომელიც აუტიზმით დაავადებულ ბავშვებს ეხმარება, ავტოგრაფის გამო დასაჯეს

რუმინელი გვერდითი მსაჯი ოკტავიან შოვრე, რომელმაც „მანჩესტერ სიტისა“ და „დორტმუნდის“ მატჩში ერლინგ ჰოლანდს ავტოგრაფი გამოართვა, დისკვალიფიკაციით დასაჯეს.

გადაწყვეტილება რუმინეთის საარბიტრაჟო ასოციაციამ მიიღო და „უნივერსიტატეა კრაიოვა“ – „კლუჟის“ შეხვედრაში მას რადუ გინგულაცი ჩაანაცვლებს.

აღსანიშნავია, რომ რუმინული მედიის ცნობით, შოვრე ერთ-ერთ სამედიცინო ცენტრს ეხმარება, სადაც აუტიზმით დაავადებულ ბავშვებსა და მოზარდებს მკურნალობენ. ცენტრი შემოწირულობებით და აუქციონიდან შემოსული თანხით არსებობს.

რუმინელი მსაჯიც მატჩების შემდეგ სამახსოვრო ფოტოებს, ავტოგრაფებსა და მაისურებს ამ მიზნით აგროვებს, ცენტრს ჩუქნის და მათ აუქციონზე გააქვთ. ჰოლანდის ავტოგრაფიანი ყვითელ-წითელი ბარათებიც მსაჯმა მათ გადასცა. თუმცა, როგორც ჩანს, საარბიტრაჟო ასოციაციისთვის ეს საკმარისი მიზეზი არ აღმოჩნდა იმისთვის, რომ ოკტავიან შოვრე არ დაესაჯათ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116953