სხვა

2:39 | 10.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

ბასკეთის ტურის მეხუთე ეტაპი დანიელმა მიკელ ჰონორემ მოიგო

ბასკეთის ერთკვირიანი ტურის მეხუთე ეტაპზე, გუნდმა „დესონინკ-ქვიკსტეპმა“ ორმაგი გამარჯვება მოიპოვა - მისმა ორმა წევრმა პირველი-მეორე ადგილები დაიკავა. ამერიკელმა ბრენდონ მაკნალტიმ კი საერთო ჩათვლაში ლიდერობა შეინარჩუნა.

გამარჯვება დანიელმა მიკელ ჰონორემ მოიპოვა, მასთან ერთად, ფინიშის ხაზი მისმა ჩეხმა თანაგუნდელმა, იოჟეფ ჩერნიმ გადაკვეთა. მათ ფინიშამდე მოილაპარაკეს, რომ გამარჯვებისთვის არ იბრძოლებდნენ. მათ 17 წამით ჩამორჩა ფრანგი ჟულიან ბერნარი (ტრეკ-სეგაფრედო).

ბრენდონ მკნლტი (UAE ტიმ ემირატსი) კი ისევ 23 წამს უგებს ყოფილ ლიდერს, სლოვენიელ პრიმოჟ როგლიჩს. ორივემ ეტაპი ძირითად ჯგუფთან ერთად, გამარჯვებულებთან 28-წამიანი ჩამორჩენით დაასრულა.

ჰონორემ და ჩერნიმ პელოტონი ოთხ სხვა ველომრბოლთან ერთად ჩამოიტოვეს. დაწინაურებულთა რიცხვი ბოლო აღმართზე განახევრდა. „დესონინკ-ქვიკსტეპის“ მრბოლებმა ბოლოს ბერნარიც ჩამოიტოვეს და ფინიშს ერთად მიაღწიერს. ჰონორემ ამ სეზონში მეორე გამრჯვება მოიპოვა.

„ჩვენ ისე ვიასპარეზეთ, თითქოს ეს ერთდღიანი რბოლა ყოფილიყო. გამარჯვება ჩერნიმაც დაიმსახურა, მაგრამ სამწუხაროდ, ორნი უმაღლეს საფეხურზე ვერ დავდგებოდით. ჩვენ თავიდანვე ვეცადეთ დაწინაურებას და ეს შევძელით. ბოლო აღმართზე კი ბოლო მდევარიც ჩამოვიტოვეთ“, - ნარბოლევს განაცხადა გამარჯვებულმა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.124651