სხვა

3:31 | 9.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

რუს მორბენალს დოპინგის გამო რვაწლიანი დისკვალიფიკაცია გამოუწერეს

1500 მეტრზე სირბილში მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი, ელენა სობოლევა სპორტიდან რამდენიმე წლის წინათ წავიდა, მაგრამ ამის მიუხედავად, სპორტის საქმეთა საარბიტრაჟო სასამართლომ, დოპინგსაწინააღმდეგო რეგულაციების დარღვევის გამო, რვაწლიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯა.

სობოლევამ 2008 წელს, 1500 მეტრზე სირბილში, დახურული არენებისთვის მსოფლიო რეკორდი დაამყარა, მაგრამ პეკინის ოლიმპიადამდე, დოპინგის სინჯებზე მანიპულაციების გამო, სხვა ექვს წამყვან რუს მძლეოსანთან ერთად, ორწლიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა. 2013 წელს მან სპორტული კარიერა დაასრულა.

რვაწლიანი დისკვალიფიკაციის გარდა, სობოლევას 2011 წლის 1 მაისიდან მოყოლებული, ყველა შედეგი გაუუქმდა, ჩამოერთვა მედლები და ტიტულები, რაც ამ დროში მოუპოვებია.

იმავდროულად, სასჯელი გაუნახევრდათ რუს სიმაღლეზე მხტომელებს, ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადის ჩემპიონ ივან უხოვს და მსოფლიოს 2013 წლის ჩემპიონ სვეტლანა შკოლინას.ესენი იმ 12 რუს მძლეოსანს შორის იყვნენ, რომლებსაც 2019 წელს დაუმტკიცდათ, რომ სპეციალურ პროგრამაში მონაწილეობდნენ, რომლის მიზანიც, ანაბოლური სტეროიდების დახმარებით, სპორტული შედეგების გაუმჯობესება იყო. იმავე პროგრამის მიზანს, დოპინგის გამოყენების კვალის დაფარვა წარმოადგენდა.

საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილებით, სიმაღლეზე მხტომელებს სასჯელი ორ წლამდე და ცხრა თვემდე შეუმცირდათ. ეს იმას ნიშნავს, რომ უხოვი და შკოლინა ტოკიოს ოლიმპიადაზე გამოსვლას ვერ შეძლებენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111621