სხვა

13:27 | 8.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

ვიდეო კონფერენცია ოლიმპიურ კომიტეტში

გაიმართა 2023 წლის ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის (იტალია) საორგანიზაციო კომიტეტისა და ევროპის ოლიმპიური კომიტეტების (EOC) საკოორდინაციო კომისიის ვიდეო კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობდა ამავე კომისიის წევრი, სეოკ-ის ვიცე- პრეზიდენტი მამუკა ხაბარელი.

ონლაინ შეხვედრაზე განიხილეს ტექნიკური საკითხები, ისაუბრეს იმ სამუშაოების შესახებ, რაც ამ კონკრეტული ღონისძიების მაღალ დონეზე ჩასატარებლად არის გაწეული. საორგანიზაციო კომიეტეტის ხელმძღვანელმა EOC -ის სპორტულ დირექტორს და ფესტივალის კომისიის წევრებს გააცნო სრული ინფორმაცია მოსამზადებელი სამუშაოების შესახებ.

სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტის მამუკა ხაბარელის აქტიური ჩართულობა 2023 წლის ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის საკორდინაციო კომისიაში მნიშვნელოვანია იმითაც, რომ 2025 წელს ანალოგიურ შეჯიბრებას ბაკურიანმა უნდა უმასპინძლოს.

geonoc.org.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114009