ფეხბურთი

11:49 | 8.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

მიულერი შევჩენკოსა და იბრაჰიმოვიჩს დაეწია

ჩემპიონთა ლიგის პირველ მეოთხედფინალურ მატჩში „ბაიერნმა“ შინ „პარი სენ-ჟერმენთან“ 2:3 წააგო. მასპინძელთაგან ერთი ბურთი ტომას მიულერმა გაიტანა.

ეს გოლი 48-ე გამოდგა გერმანელი ფორვარდისთვის ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში. ამ მაჩვენებლით ის ანდრეი შევჩენკოსა და ზლატან იბრაჰიმოვიჩს გაუთანაბრდა.

მიულერზე მეტი ტურნირის ისტორიაში ალფრედო დი სტეფანოს (49 გოლი), ტიერი ანრის (50), რუდ ვან ნისტერლოის (56), კარიმ ბენზემას (70), რაულს (71), რობერტ ლევანდოვსკის (73), ლიონელ მესისა (120) და კრიშტიანუ რონალდუს (134) გაუტანიათ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112578