სხვა

1:43 | 7.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

ჩრდილოეთ კორეა ტოკიოს ოლიმპიადაზე არ გამოვა

ჩრდილოეთ კორეამ გამოაცხადა, რომ კორონავირუსის პანდმიის გამო, ტოკიოს ოლიმპიადაზე თავის სპორტულ დელეგაციას არ გააგზავნის. ამით სამხრეთ კორეის იმედს, ოლიმპიადის დროს, თავის მეზობელთან სამშვიდობო მოლაპარაკება განეახლებინა, წერტილი დაესვა.

სეულის 1988 წლის ოლიმპიადის შემდეგ, ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც ჩრდილოეთ კორეის სპორტსმენები, ზაფხულის ოლიმპიადაზე არ იასპარეზებენ. სეულში გამოსვლაზე, მათ სამხრეთ კორეასთან დაძაბული ურთიერთობის გამო თქვეს უარი.

სამხრეთ კორეის პრეზიდენტ მოონ ჯაე-ინს იმედი ჰქონდა, რომ ტოკიოში ორი კორეის სპორტსმენები ერთ გუნდად იასპარეზებდნენ, რაც ქვეყნებს შორის ურთიერთობათა გაუმჯობესების დასაწყისი შეიძლება გამხდარიყო.

მოონი და ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ იონგ უნი ჯერ კიდევ 2018 წელს შეთანხმდნენ, რომ 2032 წლის ოლიმპიადის ერთობლივად მასპინძლობისთვის იბრძოლებდნენ. 2018 წელს სამხრეთ კორეამ პიონჩანის ზამთრის ოლიმპიადას უმასპინძლა, სადაც კიმმა ქვეყნის დელეგაციის ხელმძღვანელად თავისი და გაგზავნა. რაც მთავარია, ორი ქვეყნის სპორტსმენებმა, გახსნის ცერემონიის აღლუმზე, ერთი დროშის ქვეშ გაიარა. უფრო მეტიც, ქალ ჰოკეისტთა ტურნირზე, კორეამ საერთო გუნდი გამოიყვანა.

0.161682