სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

16:25 | 6.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

სიომინი ხვიჩას მომავალზე: "მილანი" "ატალანტაზე" ძლიერი არაა, მაგრამ მისთვის სხვა ქვეყანა უმჯობესია"
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

გამოცდილმა რუსმა სპეციალისტმა იური სიომინმა ყაზანის „რუბინისა“ და საქართველოს ნაკრების ნახევარმცველის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. მან 20 წლის შემტევს ურჩია, რომ იტალიაში არ გადავიდეს და მისთვის სხვა ჩემპიონატები უფრო შესაფერისია. თუმცა, მანამდე კვარაცხელიას ნიჭიერებაზე ილაპარაკა:

„პირველ რიგში ვიტყვი, რომ ხვიჩა ძალიან ნიჭიერი და ახალგაზრდა ბიჭია. ეს დაუყოვნებლივ შეინიშნებოდა შეუიარაღებელი თვალითაც. მეორეც, ხვიჩა მიზანდასახულია. მესამე - სლუცკის კარგ ხელში აღმოჩნდა და კარგ გუნდში, რომელშიც ის მუდმივად პროგრესირებს. კვარაცხელია თავს იჩენს საქართველოს ნაკრებშიც. მას სიამოვნებს თამაში და ვფიქრობ, „რუბინი“ თავად მიიღებს გადაწყვეტილებას კვარაცხელიას აზრის გათვალისწინებით. მთავარია გაიგო სად მიდიხარ, რა უნდათ მათ. იცოდე, სჭირდები თუ არა ახალი გუნდის მთავარ მწვრთნელსა და გხედავს თუ არა გუნდში. ამ მონაცემების საფუძველზე შესაძლებლია გადაწყვეტილების მიღება“, - თქვა სიომინმა.

ამავდროულად გამოცდილ სპეციალისტს ჰკითხეს „მილანის“ ინტერესის შესახებ. რუსი სპეციალისტი მიიჩნევს, რომ „როსონერი“ დღეს არ არის უფრო ძლიერი გუნდი, ვიდრე ბერგამოს „ატალანტა“, სადაც მისი ყოფილი შეგირდი ალექსეი მირანჩუკი დიდი იმედით გადავიდა, მაგრამ დღემდე სათადარიგო სკამს თავი ვერ დააღწია. სიომინი მიიჩნევს, რომ ხვიჩასთვის იტალიაში თამაში რთული იქნება:

„მე არ ვიტყოდი, რომ „მილანი“ უფრო ძლიერია, ვიდრე „ატალანტა“. ვფიქრობ, ხვიჩასთვის უფრო ადვილი იქნება ძირითადში დამკვიდრება, ვიდრე მირანჩუკისთვის „ატალანტაში“, თუმცა იტალიის ჩემპიონატი ძალიან რთულია. ვფიქრობ, მას ესპანეთის ლა ლიგა ან ნიდერლანდების ჩემპიონატი უფრო შეეფერება. ამ ქვეყნებში ფეხბურთი უფრო შემტევია და იქ ქართველი ნახევარმცველი შეძლებს გამოავლინოს თავისი სრული პოტენციალი. თუმცა, ბევრი რამ გუნდზე იქნება დამოკიდებული. საერთოდ, ვიმეორებ, ყველაფერი ხვიჩას ხელშია. ის ძლიერი ბიჭია და წარმატებას მიაღწევს“, - აღნიშნა სიომინმა.

შეგახსენებთ, იური სიომინი ხვიჩა კვარაცხელიას მოსკოვის „ლოკომოტივში“ 2019 წელს 6 თვე ავარჯიშებდა. მიმდინარე სეზონში ქართველმა შემტევმა რუსეთის პრემიერლიგის 21 მატჩში თავი 4 გოლით, 4 საგოლე პასით და მოპოვებული 4 პენალტით გამოიჩინა. საქართველოს ნაკრებშიც ბრწყინვალე სტატისტიკა აქვს - 8 თამაში, 3 გოლი, 1 საგოლე პასი და 1 მოპოვებული პენალტი.

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.12067
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X