სხვა

10:52 | 6.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

ლეიკემიის მკურნალობის შემდეგ, ოლიმპიადაზე

ცურვის იაპონელი ვარსკვლავი რიკაკო იკეე განსაკუთრებული სპორტსმენია. მან ჯერ ლეიკემიაზე იმკურნალა და ცხოვრების გამარჯვებას მიაღწია. ახლახანს კი ტოკიოს ოლიმპიადაზე გამოსვლის უფლებაც მოიპოვა. მან იაპონიის ჩემპიონატში, 100 მეტრზე ქალთა შორის ბატერფლაიში გაიმარჯვა.

იკეემ დისტანცია 57.77 წამში გაცურა და ქვეყნის ოლიმპიურ ნაკრებში, 4x100 მეტრზე შერეული სტილით ესტაფეტის გუნდში დაიმკვიდრა ადგილი. ცნობისათვის, მოცურავემ ლეიკემიის მკურნალობა 8 თვის წინათ დაამთავრდა და ვარჯიშს მაშინვე შეუდგა.

„ძალიან ბედნიერი ვარ. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ 100 მეტრს მოვიგებდი. გაცილებით ნაკლებად თავდაჯერებული ვიყავი, ვიდრე ხუთი წლის წინათ, ოლიმპიურ საკვალიფიკაციო შეჯიბრზე. ვფიქრობდი, რომ გამარჯვებას შორეულ მომავალში თუ შევძლებდი“, - ამბობს 20 წლის მოცურავე, ვინც გამარჯვების შემდეგ, თვალცრემლიანი წყალში კარგა ხანს დარჩა, რათა ემოცია მოეთოკა და ჟურნალისტების წინშე ცრემლის გარეშე წარმდგარიყო.

იკეეს ლეიკემიის დიაგნოზი 2019 წელს დაუსვეს. არადა, მისგან ტოკიოს ოლიმპიადაზე მედალს ელოდნენ. მკურნალობის კურსის დასრულების შემდეგ, ვარჯიში აგვისტოში განაახლა. ოღონდ, მაშინ ამბობდა, რომ ტოკიოში გამოსვლის იმედი არ ჰქონდა და მისი მიზანი, პარიზის 2024 წლის ოლიმპიადაზე ასპარეზობა იყო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116791