სხვა

2:24 | 5.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

კენოელმა ჩეპნგეტიჩმა ისტანბულში ნახევარ მარათონის რეკორდი დაამყარა

ისტანბულში გამართულ ნახევარ მარათონზე, კენიელმა რუთ ჩეპნგეტიჩმა ნახევარ მარათონში მსოფლიოს ახალი რეკორდი დაამყარა. 26 წლის მორბენალმა ძველ რეკორდს 29 წამი მოაკლო, უახლოეს მდევარს, ეთიოპიელ იალემზერფ იეშუალავს კი 38 წამით აჯობა.

„ისტანბული ჩემი ქალაქია. აქ სირბილი მომწონს. მსოფლიო რეკოდრზე კარგა ხანს ვოცნებობდი და ძალიან მიხარია, ის ისტანბულის ქუჩებში დავამყარე“, - განაცხადა გამარჯვებულმა, ვისაც ისტანბულის ნახევარ მარათონი 2017 და 2019 წლებშიც აქვს მოგებული.

მესამე ადგილი კენიელმა ჰელენ ობირიმ დაიკავა, ვინც 5000 მეტრზე სირბილში მსოფლიოს ორგზის ჩემპიონია. მან დისტანცია 1 საათსა და 04:51 წუთში გაირბინა, რითაც ნახევარ მარათონების ისტორიაში, დებიუტანტების ყველა დროის საუკეთესო შედეგი დააფიქსირა. საინტერესოა, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ქალთა ერთ ნახევარ მარათონზე, ფინიშს ერთბაშად სამმ მონაწილემ მიაღწია 65 წუთზე ნაკლებში.

მამაკაცთა შორის გამარჯვება კენიელმა კიბივოტ კანდიმ მოიპოვა, ვინც დისტანცია 59 წუთსა და 35 წამში გაირბინა. კანდიც მსოფლიო რეკორდსმენია და მან რეკორდი შარშან, ვალენსიაში დაამყარა. მეორე და მესამე ადგილებიც კენიელებმა, ჯოჯოფრი კამვორორმა (გამარჯვებულს 3 წამით ჩამორჩა) და რონჩერ კიპკორირმა დაიკავეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113849