ფეხბურთი

18:48 | 31.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

"რეალი" ტოპტრანსფერისთვის ზაფხულში 6 ფეხბურთელს გაყიდის

მადრიდის „რეალს“ ზაფხულში რამდენიმე ფეხბურთელი დატოვებს. როგორც Mundo Deportivo წერს, ფლორენტინო პერესს გუნდში ტოპფეხბურთელის მოყვანა სურს, მაგრამ კოვიდ-პანდემიის პერიოდში ფინანსებისთვის რამდენიმე მოთამაშის გაყიდვა მოუწევს.

ესპანური გამოცემის ინფორმაციით, „სამეფო კლუბი“ ზაფხულში ერთბაშად 6 ფეხბურთელს გაყიდის - შავ სიაში, ისკო, მარსელო, მარიანო დიასი, ალვარო ოდრიოსოლა, ლუკა იოვიჩი და დანი სებალიოსი მოხვდნენ. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე მათგანი ამჟამად იჯარით სხვა კლუბებში თამაშობენ.

გარდა ამისა, „რეალი“ მზადაა მარტი ოდეგაარდის, ედერ მილიტაოსა და მარკო ასენსიოს შემთხვევაში წინადადებები მიიღოს და განიხილოს. ჯერჯერობით უცნობია გაახანგრძლივებს თუ არა კლუბთან კონტრაქტს სერხიო რამოსი და დარჩება თუ არა რაფაელ ვარანი.

მოსალოდნელია, რომ „სამეფო კლუბში“ ზაფხულში ბევრი ცვლილებები იქნება. გუნდის მთავარი სამიზნე კი „დორტმუნდის“ თავდამსხმელი ერლინგ ჰოლანდია, ისევე როგორც, „პარი სენ ჟერმენის“ ლიდერი კილიან მბაპე.

თეგებირეალი
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113999