სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

10:17 | 31.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

შოთა არველაძე: "კვარაცხელიას და ჩაკვეტაძეს ნათელი მომავალი აქვთ"
"საქართველოს ნაკრები საბერძნეთში მოიგებს"
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

ქართული ფეხბურთის ლეგენდამ შოთა არველაძემ ბერძნულ გამოცემა sport-fm.gr-ს ინტერვიუ მისცა და საინტერესო თემებზე ისაუბრა. შოთამ როგორც თავისი კარიერა გაიხსენა, ისე ხვიჩა კვარაცხელიას, გიორგი ჩაკვეტაძისა და ზლატან იბრაჰიმოვიჩის შესახებ ისაუბრა.

რა თქმა უნდა, დიალოგის მიზეზი დღეს სალონიკიში გასამართი დაპირისპირებაა და შოთა ფიქრობს, რომ ეს თამაში საქართველოს ნაკრების გამარჯვებით დასრულდება. მან ანგარიშიც დაასახელა.

- საქართველოს ნაკრებმა ჯერჯერობით ვერ მოახერხა დიდ საფეხბურთო ფორუმზე გასვლა. როგორ ფიქრობთ, შესაძლებელია ეს უახლოეს მომავალში მოხდეს?

- ჩვენს გუნდს ახალი მწვრთნელი ჰყავს. საწყისი ორი თამაში წავაგეთ, მაგრამ მას საინტერესო მომავალი აქვს. ჩვენ გვყავს ფანტასტიკური ფეხბურთელები, რომელთაც მაღალ დონეზე თამაში შეუძლიათ. ევროპის ჩემპიონატთან ერთ ნაბიჯში ვიყავით, მაგრამ სამწუხაროდ ვერ გავედით, რაშიც ხელი ბევრმა ფაქტორმა შეგვიშალა. თუმცა წინ უნდა ვიყუროთ და ახალი მიზნები დავსახოთ.

- წარმოგიდგენიათ თქვენი თავი საქართველოს ნაკრების მწვრთნელად?

- სხვადასხვა პერიოდში ორჯერ მქონდა წინადადება. ამ დროისთვის არ მსურს ეროვნულ ნაკრებში მუშაობა. ეს შეიძლება მრავალი წლის შემდეგ მოხდეს, მაგრამ ახლა ჩემი კარიერის სხვა ეტაპზე ვარ.

- თქვენი სახელი 5 წლის წინ პაოკ-თან იყო დაკავშირებული. გაინტერესებთ საბერძნეთში მუშაობა?

- ეს შესაძლებლობა იყო, მაგრამ საბოლოო ჯამში საქმე წინადადებამდე არ მისულა. საბერძნეთი დიდი ტრადიციის და კულტურის მქონე საფეხბურთო ქვეყანაა. სიამოვნებით გავითვალისწინებდი აქ მუშაობის შესაძლებლობას სწორი წინადადებისა და გეგმის არსებობს შემთხვევაში.

- ნიკოს მახლასი. რა გახსენდებათ ამ სახელის მოსმენისას?

- ნიკოსი მშვენიერი ადამიანია. თბილი და მას ყოველთვის დადებითად ვიხსენებ. ფანტასსტიკური თავდამსხმელი იყო და განსაკუთრებული სტილი ჰქონდა. სანამ თანაგუნდელები გავხდებოდით ბომბარდირთა დავაში 2 გოლით გამისწრო. ინსტაგრამზე ერთმანეთი გამოწერილი გვყავს და ერთმანეთთან ბევრი საინტერესო ისტორია გვაკავშირებს. ასევე ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს სოტირის კირიაკოსთან, ინსტაგრამის მეშვეობით ერთმანეთს ვუკავშირდებით.

- თქვენი ძველი თანაგუნდელებიდან კონტაქტი დღემდე რომელთან გაქვთ?

- სოციალურმა მედიამ ხელი შეუწყო ურთიერთობებს. ბევრს ვესაუბრები, ხშირად. ახლი კონტაქტი იმათთან მაქვს, ვისთანაც კარიერის დროს ძალიან მეგობრული ურთიერთობა მქონდა. ახლახან თბილისში შევხვდი ლუის რუბიალესს, ჩემს ყოფილ თანაგუნდელს და ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს. კარგა ხანს ვისაუბრეთ ფეხბურთზე და ბევრი რამ გავიხსენეთ.

- თქვენი კარიერის განმავლობაში უამრავი გოლი გაიტანეთ. არის ისეთი, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ?

- ძალიან მნიშვნელოვანი გოლებია საქართველოს ნაკრებში და ევროთასებზე გატანილი. „დინამო თბილისში“ ყოფნის დროს შესანიშნავი გოლი გავუტანე „ლინფილდს“, მნიშვნელოვანი გოლი იყო „რეინჯერსის“ მაისურით „კოპენჰაგენთან“ და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ამ გოლით გავედით. „აიაქსში“ და „ალკმაარშიც“ ბევრია. 380 გოლია, არჩევა მარტივი არ არის.

- „აიაქსში“ ზლატან იბრაჰიმოვიჩთან ერთად იყავით. ელოდით, რომ 40 წლამდე ისე ითამაშებდა, თითქოს 10 წლით უმცროსი იყოს?

- ვერავინ იწინასწამეტყველებდა, მაგრამ თავიდანვე ვიცოდით, რომ საქმე განსაკუთრებულ ნიჭთან და მოთამაშესთან გვქონდა. პირველი დღიდან, როდესაც გუნდში მოვიდა ფოკუსირებული იყო თავის მიზანზე, ძალიან ბევრს მუშაობდა და ყველაფერს დიდი პროფესიონალიზმით აკეთებდა. ის, თუ როგორ თამაშობს ამ ასაკში, წარმოუდგენელია. შესანიშნავი ფეხბურთელია და ბედნიერი ვარ, რომ თანაგუნდელები ვიყავით.

- რომელია თქვენი ოცნების გუნდი?

- „ბარსელონა“, მაგრამ მესმის, რომ ბევრი მწვრთნელისთვისაც ასეა.

- „რეინჯერსმა“ სტივენ ჯერარდთან ერთად ჩემპიონობა მოახერხა. აღნიშნეთ ყოფილი გუნდის წარმატება?

- რა თქმა უნდა, აღვნიშნე. სხვათა შორის, „სელტიკი“ – „რეინჯერსი“ კომენტატორის რანგში მიმყავდა. შესანიშნავი თამაში იყო, „რეინჯერსმა“ დერბიში ისევ არ წააგო და ტიტული იზეიმა.

- თვალ-ყურს ადევნებთ საბერძნეთის ეროვნულ ნაკრებს? ბოლო წლებში წარმატების ძიებაშია...

- ჩემი მეგობრები მუშაობენ საბერძნეთის ნაკრებში. ჯონი (ვან ‘ტ სხიპი) და აარონ (ვინტერი, მისი თანაშემწე). ისინი ფანტასტიკური ადამიანები და პროფესიონალები არიან. მათი ხელმძღვანელობით ვნახე რამდენიმე თამაში და მიხარია, რომ უკეთესი შედეგები აქვთ.

- საბერძნეთისა და საქართველოს თამაშის პროგნოზი როგორია?

- ვფიქრობ, რომ საქართველო 1:0-ს მოიგებს.

- ვინ არიან ყველაზე ნიჭიერი ქართველი ფეხბურთელები?

- ამ თაობის ორი ყველაზე დიდი ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია და გიორგი ჩაკვეტაძეა. ორივეს ნათელი მომავალი ელოდება, ბრძოლას თუ არ შეწყვეტენ და ფეხბურთი ბოლომდე ეყვარებათ.

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.117236
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X