ფეხბურთი

11:23 | 29.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

ოთარ კიტეიშვილი: "საქართველოს ნაკრებს აქვს რესურსი ყველა მეტოქესთან თანაბრად ითამაშოს"

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა ოთარ კიტეიშვილმა ესპანეთის ნაკრებთან (0:1) მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. ქართველი ნახევარმცველის განცხადებით, ამ გუნდს შესწევს ძალა, რომ ნებისმიერ მეტოქესთან ბოლომდე იბრძოლოს.

„ძალიან მაგარი გრძნობაა, როცა ქართველი გულშემატკივარი საქართველოს ნაკრებს ამხნევებს. ასევე მინდა, მადლობა გადავუხადო იმ ქომაგებს, რომელთაც ძალიან უნდოდათ მოსვლა, მაგრამ არ მიეცათ საშუალება და ტელეეკრანებიდან გვქომაგობდნენ. ძალიან დასანანია, რომ ქულა ვერ მოვიპოვეთ, გვქონდა შანსი, ვიგებდით ესპანეთის ნაკრებთან. ფაქტია, რომ ჩვენს გუნდს აქვს რესურსი, რომ ყველა, თუნდაც ტოპნაკრებებს მოუგოს ან ქულა აიღოს და ყველა ნაკრებთან შეუძლია თამაში. ეს აუცილებლად უნდა გავაკეთოთ“, - თქვა კიტეიშვილმა.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები B ჯგუფში მომდევნო მატჩს 31 მარტს, სტუმრად საბერძნეთის ნაკრებთან გამართავს.

0.115946