სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ძიუდო

19:25 | 27.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

სამი ბრინჯაოს მედალი თბილისის გრან სლემზე
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

ძიუდოში თბილისის გრან სლემზე მეორე საშეჯიბრო დღეს საქართველოს დელეგაციამ 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მედლები ლაშა შავდათუაშვილმა, ალეკო მამიაშვილმა და ტატო გრიგალაშვილმა მოიპოვეს. ამრიგად, ორი დღის შემდეგ საქართველოს მონაგარი 1 ოქრო, 2 ვერცხლი და 3 ბრინჯაოა.

73 კგ წონით კატეგორიაში ფრიდონ გიგანმა პოლონელი კსავერი მორკა დაამარცხა, მაგრამ შემდეგ თვითონ დამარცხდა კანადელ არტურ მარგელიდონთან და ასპარეზობას გამოეთიშა, თორნიკე გვიჩიანმა კი პირველივე დაპირისპირება ბრიტანელ ერიც ჰამთან დათმო. ამავე წონაში მედლისთვის იბრძვის ორი ქართველი ძიუდოისტი. ლაშა შავდათუაშვილმა მეოთხედფინალამდე ეგვიპტელი მოჰამედ მოჰიელდინი და კუბელი მაგდიელ ესტრადა დაამარცხა, მაგრამ მეოთხედფინალში რუსი დენის იარცევის წინააღმდეგ მარცხი იწვნია და რეპეშაჟში გადაინაცვლა, სადაც უზბეკ მუროდიონ იულდოშევს აჯობა და ბრინჯაოს მედლისთვის კოსოვოელ აკილ გიაკოვას აჯობა. ამავე წონაში მეორე ბრინჯაოც საქართველოს საკუთრება გახდა - ალეკო მამიაშვილმა პირველი შეხვედრა უზბეკ ობიდხონ ნომონოვთან მოიგო და მეოთხედფინალში გავიდა, სადაც მონღოლ ცოგტაბატარ ცენდ-ოჩირთან წააგო და რეპეშაჟში სომეხ ფერდინანდ კარაპეტიანთან იმარჯვა, რის შედეგადაც ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში რუსი დენის იარცევი დაამარცხა.

81 კგ წონით კატეგორიაშიც დღეს საქართველოს მაქსიმუმი ბრინჯაოს მედალი გამოდგა. ტატო გრიგალაშვილმა ყატარელი ხალილ რებაჰი, ყაზახი დიდარ ხამზა და აზერბაიჯანელი მურად ფატიევი დაჯაბნა და ნახევარფინალში გავიდა, მაგრამ სამწუხაროდ იქ ბელგიელ სამი ჩოუჩისთან წააგო და ბრინჯაოს მედლისთვის რუს ალან ხუბეცოვს დაუპირისპირდა და გამარჯვება მოახერხა. ამავე წონაში პირველივე შეხვედრები წააგეს და უმედლოდ დარჩნენ გიგა გიგაური, დიმიტრი გოგლიჩიძე და გიორგი შერაზადიშვილი

ქალთა შორის ტატამზე ორი ქართველი გავიდა და ორივემ პირველივე შეხვედრაში წააგო. მარიამ ჭანტურია (70 კგ) ნიდერლანდელ დონია ვოსთან დამარცხდა, ხოლო ინდირა სილაგაძემ (63 კგ) კანადელ იზაბელ ჰარისთან ვერაფერი გააწყო.

შეგახსენებთ, თბილისის გრან სლემზე გუშინ საქართველომ სამი მედალი მოიპოვა. თემურ ნოზაძე (60 კგ) ოქროს დაეუფლა, ხოლო ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ) და ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ) ვეცხლის მედლის მფლობელები გახდნენ.

თბილისის გრან სლემის ბოლო, მესამე საშეჯიბრო დღეს ტატამზე ავთანდილ ჭრიკიშვილი (90 კგ), იმედა გოგოლაძე (90 კგ), გიორგი პაპუნაშვილი (90 კგ), გიორგი ქურდიანი (90 კგ), საბა ინანეიშვილი (+100 კგ), ონისე ბუღაძე (+100 კგ), გელა ზაალიშვილი (+100 კგ), ილია სულამანიძე (100 კგ), ონისე სანებლიძე (100 კგ), გიორგ ბერიაშვილი (100 კგ), გიორგი ჩიქოვანი (100 კგ), და სოფიო სომხიშვილი (+78 კგ) გავლენ.

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.110919
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X