ფეხბურთი

19:30 | 19.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონთა ლიგაზე მოდრიჩი გამოარჩიეს

ხორვატიის ეროვნული ნაკრების და მადრიდის "რეალის" ნახევარმცველი ლუკა მოდრიჩი გულშემატკივრებმა გამოკითხვის შედეგად კვირის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. აღნიშნულ ინფორმაციას უეფას ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

"ატალანტასთან" მოგებულ (3:1) შეხვედრაში ხოვატმა ფეხბურთელმა ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა. მოდრიჩმა აღნიშნულ შეხვედრაში გადაცემები 94 პროცენტიანი სიზუსტით შეასრულა. მიმდინარე სეზონში ლუკამ 35 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ოთხი გოლი და ხუთი საგოლე გადაცემა შეასრულა.

0.128528